მადრიდული კლუბის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ხოსე ლუის კამინერომ, მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და “ატლეტიკოს” შანსები შეაფასა. მის ინტერვიუს “როხიბლანკოს” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
“მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა. “ბარსას” სათამაშო სისტემა და ის ფაქტი, რომ ხშირად მამარცხებდნენ, მე დამატებით მოტივაციას მაძლევდა. “
“ბარსას” ყოველთვის დიდებული გუნდები ჰყავდა. მათთან სათამაშოდ გასვლისას ხვდები, რომ ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს უნდა დაუპირისპირდე.”
კამინერომ 90-იან წლებში “ვისენტე კალდერონზე” 0-3-დან მოგებული შეხვედრაც გაიხსენა:
“პირველი ნახევარი 0-3 დავთმეთ. გოლის გატანა კი მეორე ტაიმის დასაწყისშივე შევძელით. გავიაზრეთ, რომ ყველაფრის შემოტრიალება შეგვეძლო. მოწინააღმდეგეები შოკში იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ, თუ რა ხდებოდა მათ გარშემო. მე 4-3-ზე გავიტანე და მახსოვს, თუ როგორ ტიროდა ხალხი. ეს არასდროს დამავიწყდება, რადგან ტირილი მათი მხრიდან უჩეულო საქციელი იყო.”
“რაც შეეხება დღევანდელობას, მიმდინარე სეზონის მიხედვით, ვფიქრობ, “ატლეტიკოს” “ბარსას” დამარცხება თავისუფლად შეუძლია.”

დააბრეხვა ამანაც.
ფეხებსაც ვერ მოჭამს
დღეს ბარსას დამარცხება ელჩესაც შეუძლია. გააჩნია ბარსას რა ვერსიას ვნახავთ. ისე სიმეონეს მოგებული არ აქვს ლა ლიგაში ბარსასთვის და საუკეთესო შანსია ამისთვის. ის 4-3 კიდე სასწაული თამაში იყო ზოგადად.
ვნახავთ ატლეტიკოს რაც შეუძლია.გამოჩნდება ყველაფერი სტადიონზე