workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიმ ფრენკი დე იონგზე ისაუბრა

ჩავიმ ფრენკი დე იონგზე ისაუბრა

“ბარსელონას” ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში კლუბის ნიდელანდელ ნახევარმცველზე, ფრენკი დე იონგზე ისაუბრა. 

“ის გახლავთ მოთამაშე, რომელიც “ბარსელონაში” ეპოქის აღსაღნიშავადაა მოსული. “ბარსაში” თამაშისთვის შესანიშნავი დონე უნდა გაგაჩნდეს, დე იონგი ახალგაზრდა და შთამბეჭდავია. 

როდესაც ფრენკი “ბარსელონაში” გადავიდა, ამ მომენტმა ბედნიერი მაქცია, მე მას ინსტაგრამზე წარმატება ვუსურვე და მან ძალიან კარგად მიპასუხა. ის ნიდერლანდელთა ერთ-ერთი საუკეთესო თაობის წარმომადგენელია, რომელიც ამ ნაკრებს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჰყავთ. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. 

დე იონგი ექსტრაორდინალური მოთამაშეა, ნახევარმცველი საუკეთესო თვისებებით, ვიმეორებ, ის ძალიან კარგი მოთამაშეა. ფრენკის ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება, რათა  ახალი ენა და ახალი კულტურაც შეისწავლოს.”,

– ჩავის სიტყვებს Sport ციტირებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • Messi and barca 😘😘
    schedule 19 ნოე 2020, 19:22

    ჩვენმა გოგოებმა გამოგვიკეთეს ხასიათი. ვამაყობ, იმედია ეგრევე ლიონს ან ბენფიკას არ შეხვდებიან ეხა.