“ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბის გუნდი “ბლაუგრანა” მორიგი ტიტულისთვის ბრძოლას იწყებს.
დღეს ინტელექტუალური საფეხბურთო ვიქტორინის, მე-12 მოთამაშეს სატელევიზიო ვერსიის პირველი სეზონი იწყება, გახსნით თამაშში კი მონაწილეობას ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი გუნდი “ბლაუგრანა” მიიღებს.
“ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბის გუნდმა ინტელექტუალური საფეხბურთო ვიქტორინის აქამდე ჩატარებული 3 სეზონიდან 2 მოიგო, ხოლო ერთი მე-2 ადგილზე დაასრულა. “ბლაუგრანა” სატელევიზიო სეზონსაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის რანგში ხვდება.
დღეს, 22:00 საათზე, Setanta Sports Georgia-ზე, “ბლაუგრანა” “მეგობრების” წინააღმდეგ.
დღევანდელ თამაშში ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იქნება: მიხეილ ზაქარეიშვილი, ანდრია პროსტოსერდოვი, ილო ბაბუხადია, გიორგი ანთაძე, ტატო ბაციკაძე.

ლინკი დადეთ რა
სეტანტას ინტერნეტში ვერ ვუყურებ?
წარმატებები ბიჭებო ❤️
ამ ორშაბათიდან ისევ ოქტოპუსზე ბრუნდებიან
ბაციკაძე მაგარია ორშაბათის ლაივი რო იყო ოქტოპუსზე რამდენ საინტერესო რამეზე საუბრობდა ხოლმე, რაც ფბ გადაერთნენ ვეღარ ვადევნებ თვალს
ეგ მაინც მოვიგოთ წელს. წარმატებები!
წარმატებები!
წარმატებები