“ბარსელონას” პრეზიდნეტობის კანდიდატი ვიქტორ ფონტი ადასტურებს, რომ ის ნეიმარის “ბლაუგრანაში” დაბრუნების ვარიანტს არ განიხილავს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფონტი, გამარჯვების შემთხვევაში, “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავის “ბარსელონაში” დაბრუნებას გამორიცხავს. პრეზიდენტობის კანდიდატმა ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა.
ნეიმარი არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩვენი კლუბი დატოვა. მისი დაბრუნების არც ინსტიტუციონალური და არც ეკონომიკური ინტერესი არ გაგვაჩნია. ჩვენ მოგებაზე ორიენტირებულ სპორტულ და ინსტიტუციონალურ პროექტს მესის შევთავაზებთ.
– ციტირებს ფონტის სიტყვებს AS.

