ესპანურ El Desmarque-სთან ინტერვიუში “ბარსელონას” ლეგენდარულმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა, ის სეზონი გაიხსენა, როცა პირველ გუნდში ადგილი დაიმკვიდრა. სეზონის დაწყებამდე მას კლუბის ხელმძღვანელებმა “მალაგას” მიმზიდველი შეთავაზება გააცნეს და უთხრეს, რომ წასვლა შეეძლო.
“1999 წელს “ბარსელონადან” ჩემთან მოვიდნენ და “მალაგას” შემოთავაზება გამაცნეს. მითხრეს, რომ უნდა დავთანხმებოდი, მაგრამ მე ეს არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო მაღალ ხელფასს მთავაზობდნენ, ვიდრე აქ მქონდა.
ლუი ვან გაალმა გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათი მომცა, მე კი ერთი წუთიც არ მიფიქრია. დავრჩი და გამოწვევა მივიღე, სეზონის ბოლოს კი 37 მატჩი მქონდა ჩატარებული”. – თქვა პუიოლმა.
ცენტრალურმა მცველმა ძირითად გუნდში 15 სეზონი გაატარა და ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით მეოთხეა. ის კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კაპიტნადაა აღიარებული.




გენაცვალე მებრძოლ გულში .. ❤
ოე ფიგუ! ეგე, შეხედე რა არის ადამიანობა, ფანების დაფასება და კლუბის სიყვარული, რო იჯგიმები, მეტი შემომთავაზეს ბევრად და აბა რა უნდა მექნაო, მაგრამ შენ ხო ადამიანი არ ხარ, უბრალოდ ადამიანის ნაშიერი ხარ, ბანძი.. საბოლოოდ მიიღე ის, რომ ბარსაში და ბარსას ფანები ხომ ვერ გიტქნენ და არც რეალი და მისი ფანები აღგიქვავენ ლეგენდად
ნამდვილი ლეგენდა ნამდვილი კაპიტანი ❤️