რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი “ბარსელონა” დამატებითი ფინანსების მოპოვების გზების ძიებას განაგრძობს.
Mundo Deportivo-სა და Cadena Ser-ის ცნობით, ჟოზეპ მარია ბართომეუს გადადგომამდე კლუბმა გადაწყვიტა, ცნობილ ამერიკულ კომპანიებთან, მათ შორის Disney-სთან ეთანამშრომლა.
წინა ხელმძღვანელობის წევრებმა შეხვედრები უკვე გამართეს, საქმის ბოლომდე მიყვანა კი იანვარში დანიშნულ ახალ ბორდს შეეძლება.
იმ შემთხვევაში, თუ პროექტზე შეთანხმება მიიღწევა, “ბარსა” ყოველწლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.

იმედია თანამშრომლობა შედგება და ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გამოასწორებენ თორე რაკუტენის და ბეკოს იმედზე ცჰემი მტერი იყოს მაგათი გადმოგდებული 9 მილიონი უკან შეიტენონ…