“ბარსელონას” ფრანგ ფეხბურთელს, სამუელ უმტიტის, დღეს 27 წელი შეუსრულდა.
უმტიტი ამჟამად გამოჯანსაღების პროცესს გადის. ის ბოლოს მოედანზე ივნისში, “სელტას” წინააღმდეგ მატჩში ვნახეთ, რის შემდეგაც თითქმის 5 თვე გავიდა.
ხშირი და მძიმე ტრავმების გამო სამუელმა წინა ორი სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოტოვა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველის სტატუსი დაკარგა.
უმტიტი “ბარსას” 2016 წელს “ლიონიდან” შეუერთდა და გუნდს სულ 116 მატჩში დაეხმარა.
ფეხბურთელის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია: კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებს მისი გაყიდვა სურდათ, თუმცა თუ ის გამოჯანმრთელების შემდეგ ფორმას აღიდგენს, შესაძლოა, ახალმა ბორდმა მას კიდევ ერთი შანსი მისცეს.




იყო შავი მალდინი, გახდა შავი ხორცის ნაჭერი.
იმედია აღიდგენს ფორმას.როგორ მინდა ძველი უმტიტის ნახვა.ჩვენი შავი მალდინი❤❤
ნეის ტრანსფერში ჩართონ ეს და გრიზმო
გილოცავ სამუ
იმედი აღიდგენ საბოლოოდ ფორმას თუ არადა მოგიწევს დაგვემშვიდობო
ამან ან მოირჩინოს ტრავმა ანდა გაასხას. ტრავმირებულთა თავშესაფარი არაა ბარსა. რო ტირის არ გამიშვათო მოედანზე მაინც გამოვიდეს ამდენი ხნის მერე.