“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ფონტი მისი დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრზე საინტერესო განცხადებას აკეთებს.
ფონტი საუბრობს ამერიკაში წარმატებით მოღვაწე ადამიანზე, რომელიც, სავაურაუდოდ, PepsiCo-ს აღმასრულებელი დირექტორი რამონ ლაგუარტაა.
“ჩვენ შესანიშნავი აღმასრულებელი დირექტორი გვყავს შერჩეული. მის დასარწმუნებლად 2 წელი დაგვჭირდა. ის ძალიან სერიოზულ ბიზნეს გამოწვევებთან შეჭიდებასაა ჩვეული, რაც 20 მილიარდზე მეტი თანხის ბრუნვას გულისხმობს. ის ამერიკულ კომპანიებში 5 საუკეთესო აღმასრულებელს შორის შედის.” – დაწერა ფონტმა Twitter-ზე.
რამონ ლაგუარტა ბარსელონაშია დაბადებული. 1996 წელს ის Pepsi-შია დასაქმებული, მანამდე კი ბარსელონურ Chupa Chups-ში მუშაობდა.


ეგ თუ დაინიშნა ჩათვალეთ რომ ავშენდით და ეგაა
ვა ვა კაია რაც უფრო მდიდარი და ჭკვიანი ადამიანები იქნებიან კლუბის სათავაშეი უფრო კარგი იქნება ფულის სწორი ხარჯვა ყველაზე მნიშვნელოვანია კლუბისთვის იმედია ისეთი ხალხი მოვა კლუბში რომელსაც გამოწვევების არ შეეშინდება და კლუბისთვის ყველაფერს გააკეთებს❤️💙
მართალია საქართველოს ნაკრებში ჭიაბრიშვილი დანიშნესო?