workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესის მომავალი ახალ პრეზიდენტზეა დამოკიდებული

ლეო მესის მომავალი ახალ პრეზიდენტზეა დამოკიდებული

ESPN-ის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” შემტევის, ლიონელ მესის მომავალი ახალ პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული.

RAC1-ის ცნობით, “ბარსელონას” ახალი პრეზიდენტის ვინაობა 2021 წლის 24 იანვარს გასამართ არჩევნებზე გაირკვევა. ახალ მმართველს მოუწევს, რომ ექვსგზის “ოქროს ბურთის” მფლობელს შესაბამისი კონტრაქტი შესთავაზოს და დარჩენაში დაარწმუნოს.

რამდენიმე კანდიდატისათვის, მაგალითად, ვიქტორ ფონტისათვის და ჟორდი ფერესათვის, გამარჯვების შემთხვევაში, უპირველესი მიზანი ლეო მესისათვის ახალი პირობების შეთავაზებაა.

როგორც იცით, ფეხბურთელის უკანასკნელი ხელშეკრულება 2021 წლის ივნისში იწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • me da barca
    schedule 13 ნოე 2020, 19:13

    ახლა გადავახვიე და ვნახე მესის გაუქმებული გოლი. VAR-მა მანამდე ჯარიმა დააფიქსირა და გააუქმა გოლი. თუ ის ჯარიმა იყო, რატომ მაშინ არ გააჩერა მსაჯმა, როცა ყველაფერს ხედავდა. მას მერე გაკეთდა 120 პასი და მერე ნახეს თურმე 3 წუთის წინ ვიღაცამ იუხეშა. თუ მსაჯი შამბალაა გუნდმა რა დააშავა.