ESPN-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, “ბარსელონამ” მომდევნო ზაფხულში გუნდის კაპიტან ლიონელ მესის 33 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
ლოიალურობის ბონუსი 2017 წელს გაფორმებულ კონტრაქტშია გათვალისწინებული და მიმდინარე წლის თებერვალში, კლუბმა არგენტინელს 33 მილიონი, ანუ საერთო თანხის ნახევარი, უკვე გადაუხადა.
წყაროების ცნობით, 3 წლის წინ, როცა მესიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა, “ბარსასგან” დამატებით 100 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსიც გაიფორმა, რომლის გადახდაც ხანგრძლივ პერიოდზე გადანაწილდა.
კლუბის რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, ახალი ხელმძღვანელებისთვის ამ ვალდებულების შესრულება ადვილი არ იქნება.

რომელ მაგალითზე საუბრობ ?
ბოლო დროს ამ მიმართულებით – ხელფასებს და ბონუსების ვგულისხმობ — ლეოს ქმედებები არ მომწონს, რა მაგალითს აძლევს ახალგაზრდებს?!!
სათაურში "ს"-ს ნაცვლად "მ"-ს თუ დაწერთ არ იქნება ურიგო. ბოლოს, რომ გადაიკითხოთ არც ეგ იქნება ურიგო, სანამ გამოაქვეყნებთ.