workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანაკრებო მატჩების პირველი დღე – ჰოლანდია, ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთი [ვიდეო]

სანაკრებო მატჩების პირველი დღე – ჰოლანდია, ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთი [ვიდეო]

ნოემბრის სანაკრებო პერიოდში “ბარსელონელების” პირველი ამხანაგური მატჩი ამსტერდამში გაიმართა – ჰოლანდიის ნაკრებმა “ამსტერდამ არენაზე” ესპანეთი მიიღო. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მასპინძელთა გუნდში, ფრენკი დე იონგი ძირითად შემადგენლობაში იყო, მეორე ტაიმში კი მოედანი დატოვა. სტუმართა მხრიდან “ბარსას” არცერთ ფეხბურთელს არ უთამაშია. ანსუ ფატი ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდა, სერხიო ბუსკეტსი და სერჟი რობერტო კი სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ. 

[media=https://youtu.be/76XYydXgaYo?t=11]

ანტუან გრიზმანისა და კლემან ლანგლეს საფრანგეთის ნაკრები, მოულოდნელად, სახლში ფინეთთან 0-2 დამარცხდა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, 57-ე წუთზე გრიზმანის თამაშში ჩართვამ კი ფრანგებს ვერ უშველა. 

[media=https://youtu.be/I_QozdsBHdU?t=8]

როგორც მოსალოდნელი იყო, ადვილი გამარჯვება მოიპოვა პორტუგალიამ. “ბლაუგრანას” ფორვარდის, ფრანსიშკუ ტრინკაუს ანგარიშზე, ანდორას კარში გატანილი 7 გოლიდან არცერთი არაა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოედანზე საკმაოდ დიდი დრო დაჰყო. 

[media=https://youtu.be/kHZMywX7v-Y?t=9]

გუშინ ითამაშა დანიამაც, თუმცა მარტინ ბრეითუეიტი მოედანზე არ ყოფილა. მის გარეშე, გუნდმა შვედეთის ნაკრებს 2-0 მოუგო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში