“რეალ ბეტისთან” გუშინდელ შეხვედრაში (5-2) გოლების გატანა დემბელემ, მესიმ, გრიზმანმა და პედრიმ მოახერხეს, ასისტები კი გრიზმანმა, ჟორდი ალბამ და სერჟი რობერტომ შეასრულეს.
ამ შედეგის გათვალისწინებით, ალბას ამ სეზონში უკვე 3 საგოლე პასი დაუგროვდა, რაც “ბარსელონას” მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგია. ამჯერად ტრადიციული ალბა-მესის კომბინაცია არ ყოფილა და ესპანელი მარცხენა მცველის გადაცემით ანტუან გრიზმანმა ისარგებლა.
სერჟი რობერტოს ანგარიშზე ორი ასისტია: თამაშის მიწურულს, ის ლეო მესისა და პედრის დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ უკვე 2 წელზე მეტი იყო გასული ბოლო მატჩიდან, რომელშიც შედეგიანი პასი “ბარსას” ფლანგის ორივე მცველმა მიითვალა. ინფორმაცია Mundo Deportivo-ს ეკუთვნის.

ზოგადად რაც არ უნდა მაგარი ფლანგის მცველი იყო დაზღვევაზე თუ არ მოგეხმარა თანაგუნდელი გაგაპობენ.აი ვთქვათ მეტოქე გუნდის შემტევთან ხარ ერთიერთზე და იმას მისმა ლატერალმა ჩაურბინა,გააყოლებს და მერე გინდა კაფუ იყავი,გინდა ალვესი და გინდა ლამი გამქარალი ხარ ჩათვალე.უმეტესწილად დამზღვევი ან ვინგერია ან ნახ.მცველი,ტაქტიკას გააჩნია.პირველ ტაიმში დემბელე კარგად ეხმარებოდა რობერტოს, შემოვიდა მესი,რომელიც არ დარბის ფლანგზე,ანუ ბუსკეცი უნდა მიხმარებოდა რობერტოს მაგრამ ბუსკეცი დაცვაში ჩამოსვლას ძაან აგვიანებს.ამიტო გააპეს რობერტოს ფლანგი მეორე ტაიმში,თორე პირველი გოლის დროს ცენტრალური ზონა ჩავარდა
გუშინაც და უკვე მერამდენედ გამოჩნდა რო რობერტო დაცვაში არ უნდა დადგეს სრული ანომალიაა მაგის მანდ წვალებას ჯობია ნახევარ დაცვაში აწიოს კუმანმა და დესტი დადგეს დაცვაში
რობერტო ძაან კარგად ერთვებოდა შეტევაში ამ თამაშში, კარგი გადაცემები, რომ გაეტანათ 3-4 ასისტიზეც მიდიოდა, მაგრამ დაცვაში არაფრის მაქნისი… ალექს მორენო ვითომ ვარჯიშზე ისე შერბოდა სულ ჩვენი მარჯვენა ფლანგიდან
რობერტო გუშინ თან ძალიან ცუდი და თან კარგი იყო. გადაუარა მთელმა ბეტისმა ,მაგრამ ასისტიც მიითვალა
რობერტო დაცვაში ჩვარია მარა შეტევაში არაუშავს. ნახევარდაცვის ზამენაზე უნდა იჯდეს წესით. დრამა კიდე უნდა მოიმატოს და სამუდამოდ ამოაგდოს რობერტო დაცვიდან.