“ბარსელონა” ლუის სუარესის შემცვლელის ძიებას განაგრძობს. ESPN-ის კორესპონდენტების ცნობით, კატალონიური გუნდი ლისაბონის “ბენფიკას” თავდამსხმელის, დარვინ ნუნიესით დაინტერესდა.
21 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი “ბარსას” რადარზე პირველად წინა ზაფხულში გამოჩნდა, თუმცა მაშინ საქმე სერიოზულ მოლაპარაკებებამდე არ მისულა. მალევე, საქმეში “ბენფიკა” ჩაერთო და ნუნიესის სანაცვლოდ “ალმერიას” 24 მილიონი ევრო გადაუხადა.
ტექნიკური მდივანი რამონ პლანესი შეთანხმების მისაღწევად უკვე მუშაობს, თუმცა ტრანსფერისთვის კლუბის ახალი პრეზიდენტის თანხმობა იქნება საჭირო, რომელსაც მაქსიმუმ 90 დღეში აირჩევენ.
ნუნიესს ურუგვაის ნაკრებში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა. მან “სელესტეს” მაისურით გოლის გატანაც მოახერხა. მიმდინარე სეზონში, დარვინმა პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.


ახა, ჩაირთო ისევ რადარები? მომყვანები ესენი არავისი არ არიან, აი რადარები კი უკვე გადახურდა ამდენი ტრიალისგან.
ვოტფორდელი ხიმენესი მაგარი ბიჭია მოიყვანონ ეგ, მეორე სართული, ფეხით მაგრად იტანს, გოლზე დაგეშილია, ჟიკლა არ აკლია მოძრავია, და რავი ბევრი კაი თვისება აქვს
Dachi8Color,
დაა დეპაი არი ჩამოყალიბებული ვარსკვლავი ? :DDD
რამდენჯერ დამიწერია და ახლაც დავწერ.ჩვენმა დებილმა ხელმძღვანელობამ 18 მილიონად იყიდა ბრეიტვეიტი როცა ჰაალანდში 20მილიონი დახარჯა დორტმუნდმა.ახლა ჰაალანდი 80ად თუ მოგვცეს მადლობლები უნდა ვიყოთ
ახლა უყურე მომენტებს სიმაღლე ტექნიკა ჟილკა გოლებსაც იტანს მოტყუებაც შეუძლია პასიც კარგი უნდა დარჩეს დღეს მსოფლიოში კარგი თავდამსხმელი ძაან ცოტაა ეს მაინც მოიყვანონ.
ბოადუ თქვე უტვინოებო ბოადუ მოიყვანეთ
ჟოაო ფელიქსი როგორ მინდოდა მოეყვანათ თავის დროზე 🙂
მე მგონია, რომ ფორვარდის პოზიციაზე ჯობია უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვალვი მოიყვანონ, არ გვაქვს იმის დრო, რომ დაველოდოთ ვინმეს გაზრდას, რადგან ეს პოზიცია ძალიან პრობლემატური იქნება წლების შემდეგ,ამიტომ დეპაი კარგი ვარიანტია.
კარგი ფორვარდია მოძრავი ჟილკიანი მაქ ამის თამაშები ნანახი