მადრიდის “რეალის” ესპანელმა ნახევარმცველმა, მარკო ასენსიომ, “ელ კლასიკოს” წინ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
“ბარსელონაში” მოხვედრის შანსი მქონდა, თუმცა “რეალმა” ჩემს მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინა რასაც ჩემს არჩევანზე დიდი გავლენა ჰქონდა.
ახლა ჩვენზე ბევრი საუბრობს, მაგრამ ვთვლი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს, გასახდელში იდეალური ატმოსფეროა. ვფიქრობ, ლა ლიგაში ჩვენი მეტოქეები შესაძლოა, “ატლეტიკო” და “სევილია” გახდეს, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს.”, – ასენსიოს სიტყვებს Marca ციტირებს.




დიდი პატივისცემა ასენსიოსთან მაგრამ ბარსაში რო მოხვედრილიყო ფლანგის მცველი იქნებოდა (არ ვგულისხმობ 4;4;2 სქემას მანდ ფლანგის ნახ. მცველები ჭირდებოდა ვალვერდეს მაგალითად)
კიდე კარგი მაქეთ წახვედი, თორემ ამდენ წარუმატებელ ტრანსფერს შენღა აკლდი:))
არა ხვალ არ წაგკუზავთ არა 💛
მოხვდები ხვალ ნუ დარდობ😂 მაგრამ შედეგი გექნება ნული…