Diario Sport იუწყება, რომ ჟორდი მენდეშს ანსუ ფატის ხელფასის გაზრდა სურს. ფეხბურთელის აგენტი ამასთანავე უფრო გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფატიმ სატრანსფერო ფანჯარაზე ევროპული გრანდებისგან საკმაოდ სარფიან შეთავაზებებზე თქვა უარი და წარმატების მიღწევას “კამპ ნოუზე” გეგმავს.
ანსუ ასევე აფასებს კლუბის მზრუნველობას მასა და მის ოჯახზე იმ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ აკადემიაში თამაშობდა.
“ბლაუგრანა” ღიად აფიქსირებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მზაობას. თინეიჯერის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს ეწურება.
კატალონიელები, შესაძლოა, ისე მოიქცნენ, როგორც იმ ფეხბურთელებთან მიმართებით იმოქმედეს, ვინც კონტრაქტები გაახანგრძლივა. ეს გულისხმობს იმას, რომ 17 წლის ვუნდერკინდის ხელფასი საკონტრაქტო წლების ზრდასთან ერთად გარკვეული პროცენტით შემცირდება.
მიმდინარე სეზონში 5 ჩატარებულ შეხვედრაში ესპანელის ანგარიშზე 4 გოლი და 2 ასისტია.

ესეც რაიოლა 2. არ გაგვიგიჟოს ფულზე ეს ბავშვი. დროზე წავიდეს ბართომეუ თორე დაკარგავს ამ ბიჭს.