workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეტუ: ხელფასების საკითხი კლუბის შიდა საქმეა

ნეტუ: ხელფასების საკითხი კლუბის შიდა საქმეა

ხვალ, “ბარსელონა” შინ ჩემპიონთა ლიგის გახსნით შეხვედრაში “ფერენცვაროშს” დაუპირისპირდება. მატჩამდე ჟურნალისტების კითხვებს “ბარსას” ბრაზილიელმა მეკარემ, ნეტუ მურარამ უპასუხა.

რას ელით “კლასიკოსგან”?

“ჩვენ, ყველას, დიდებული თამაშისა და სასურველი შედეგის მოლოდინი გვაქვს, სწორედ ამისთვის მუშაობს თითოეული ჩვენგანი. “ელ კლასიკოზე” სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს, რადგან ხვალ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გველის, რომლის მოგებაც გვსურს. ყველა ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ”.

აპირებთ კლუბთან ხელფასის თაობაზე მოლაპარაკებებს?

“ბიუროფაქსსა და შიდა საქმეებზე საუბრის არც დროა და არც ადგილი, ჩვენ ვვარჯიშობთ, რათა ფეხბურთი ვითამაშოთ, ხვალინდელ მატჩზე ვართ ფოკუსირებულნი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია”.

დათანხმდებით ხელფასის შემცირებას?

“ეს შიდა საქმეა. ყველას საკუთარი ინდივიდუალური შეხედულება გააჩნია. ჩემი საქმე ფეხბურთია, ამ საკითხს კი იმ ადამიანებს ვანდობ, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია გააჩნია”.

რას ფიქრობთ ფილიპე კოუტინიოზე?

“პირველ რიგში, მოხარული ვარ, რომ ჩემი მეგობარი კლუბში დაბრუნდა და გუნდს აძლიერებს. მან თავისი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა. იგი ძალიან ბედნიერი დაბრუნდა, არა მარტო იმიტომ, რომ ეს “ბარსელონაა”, არამედ, ასევე, იმ წარმატების გათვალისწინებით, რომელსაც მან მიაღწია. იგი ჩვენ ბევრს შეგვძენს”.

“ხეტაფესთან” მარცხი

“წაგება არავის უყვარს. ხვალინდელ თამაშს ცუდი განწყობით არ უნდა შევხვდეთ. მთავარია, მუშაობა გავაგრძელოთ”.

დარჩებით თუ არა კლუბში იმ შემთხვევაში თუ ტერ შტეგენი კონტრაქტს გაახანგრძლივებს?

“ჩემს მიზანს ვარჯიში და მწვრთნელის გადარწმუნება წარმოადგენს”.

როგორ წარიმართა “ბარსაში” ადაპტაცია?

“კლუბში ადაპტაცია სწრაფად მოხდა. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აჩვენოს თუ რა შეუძლია, ამის კიდევ ერთი შესაძლებლობა კი ხვალ მომეცემა”.

რას ფიქრობთ ანტუან გრიზმანის შესახებ?

“ჩვენ ყველამ ვიცით თუ როგორი პროფესია გვაქვს, ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც მოველით, თუმცა სეზონი ხანგრძლივია და დარწმუნებული ვარ, რომ იგი [გრიზმანი] ჩვენ ძალიან დაგვეხმარება”.

“ფერენცვაროშთან” მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • studio_gb
    schedule 23 ოქტ 2020, 16:01

    გეთანხმები 100% ხარ გეთანხმები 100% ხარ გეთანხმები 100% ხარ