ლეგენდარული იოჰან კრუიფის შვილმა და “ბარსელონას” ყოფილმა მოთამაშემ (1992-1996) ჟორდი კრუიფმა, ესპანურ პრესასთან ანტუან გრიზმანის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
“ამ განცხადებას არ მივიჩნევ, როგორც მესიჯს ან დაპირისპირებას კუმანის წინააღმდეგ, მაგრამ დიდიე დეშამმა გრიზმანს ნაკრებში განსაკუთრებული როლი მიანიჭა, რასაც ისინი ყველას არ აძლევენ, მესი საფრანგეთის ნაკრებში რომ თამაშობდეს ის ალბათ ერთ-ერთი იქნებოდა, რომელიც თავისუფალ როლს მიიღებდა.”, – ჟორდი კრუიფის სიტყვებს Cadena SER ციტირებს.
