workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კოუტინიოს გოლი და 5-0 ბრაზილიის სასარგებლოდ [ვიდეო]

კოუტინიოს გოლი და 5-0 ბრაზილიის სასარგებლოდ [ვიდეო]

ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა გამართა. “სელესაომ” “არენა კორინთიანსზე” ბოლივიის ნაკრებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 5-0 დაამარცხა. 

შეხვედრაში მონაწილეობა “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ფილიპე კოუტინიომ მიიღო. მან მოედანზე 77 წუთი გაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა. 

კოუტინიოს გარდა თავი მარკინიოსმა და რობერტო ფირმინომაც (2 გოლი) გამოიჩინა, ერთი გოლი კი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს. 

[media=https://youtu.be/ar3nSyICBgo?t=9]

“ბარსას” მოთამაშეებიდან მორიგ სანაკრებო მატჩს სერხიო ბუსკეტსი და ანსუ ფატი ჩაატარებენ. დღეს ესპანეთის ნაკრების მეტოქე შვეიცარია იქნება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • alen halilovic
    schedule 10 ოქტ 2020, 13:29

    ციტატა: NeymardaSilva
    ნეიმარმა რა იყომარა, უყურეთ და ისიამოვნეთ, ასე ლამაზად ბოლ ოწლებია არავინ თამაშობს და სამწუხაროდ ბევრს მაგის მარტო რაღაც სიმულაციები ახსწნდება:/ ძალიან დიდია ნემო


    არ ვიცი, აგერ მიმოხილვას ვუყურე და ჩემთვის ლამაზად არ უთამაშია არც ნეიმარს და არც ბრაზილიას სამწუხაროდ. ფაქტია რომ ულამაზესად შეუძლია თამაში, რაც ატალანტასთან გვანახა კიდევ ერთხელ. მაგრამ ერთია რა შეუძლია და მეორე – რას აკეთებს. ბარსელონაში მართლა დგამდა შოუს 2-3 წელი და შეეძლო გაეგრძელებინა, მაგრამ არაო… რა მოიგო ვერ ვხვდები

  • NeymardaSilva
    schedule 10 ოქტ 2020, 13:00

    ნეიმარმა რა იყომარა, უყურეთ და ისიამოვნეთ, ასე ლამაზად ბოლ ოწლებია არავინ თამაშობს და სამწუხაროდ ბევრს მაგის მარტო რაღაც სიმულაციები ახსწნდება:/ ძალიან დიდია ნემო