ფილიპე კოუტინიოს თამაში “ბლაუგრანაში” დაბრუნების შემდეგ ნამდვილად გამოსარჩევია.
მან მონაწილეობა “ვილიარეალთან”, “სელტასთან” და “სევილიასთან” ნათამაშებ შეხვედრებში მიიღო.
ბრაზილიელმა ლა ლიგის ეგიდით გამართული 3 შეხვედრიდან მატჩის საუკეთესოს ტიტული ერთხელ უკვე მოიპოვა.
ამასთანავე კატალონიელთა შეტევების ფორმირებაში მას საკვანძო როლი აქვს.
“კოუს” სტატისტიკა რიცხვებში შემდეგნაირად გამოიყურება:
ნათამაშები წუთები: 217
დარტყმები: 4
გოლები: 1
ასისტები: 2
ბურთთან შეხება: 173
პასების სიზუსტე: 119/135 (88.1%)
წარმატებული დრიბლინგი: 4
როგორც ჩანს, ძველი კოუტინიო ბრუნდება.

კოუ კარგია ძაან მაგრამ უნდა მოუმატოს. შეუძლია. ამ წელს მისგან ლამაზ ფეხბურთს ბევრ გოლებს და ბევრ ასისტებს ველოდები.
ეს მხოლოდ დასაწყისია 💪
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი,რომ კოუტინიო არის უმაგრესი ფეხბურთელი რომელსაც ადგილი ვერ მოუძებნეს კლუბში,რადგან არცერთ ფეხბურთელს მისი ადგილი არ ეჭირა და უბრალოდ მესის ბურთზე შეტენვით იყვნენ დაკავებული.
მესისთან ერთად გუნდს კოუტინიომ უნდა ულიდეროს, შესაბამისად, ის საუკეთესო ფორმაში გვჭირდება.