workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სიტის” ხელმძღვანელი: თუ რეალური შესაძლებლობა მოგვეცემა, მესის ტრანსფერს ისევ განვიხილავთ

“სიტის” ხელმძღვანელი: თუ რეალური შესაძლებლობა მოგვეცემა, მესის ტრანსფერს ისევ განვიხილავთ

City Football Group-ის საფეხბურთო ოპერაციების ხელმძღვანელმა, ომარ ბერადამ, ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

სპეციალისტის თქმით, თუ არგენტინელი ფეხბურთელის “ბარსელონადან” წასვლა აქტუალური ისევ გახდება, “მანჩესტერ სიტი” ტრანსფერზე იმუშავებს. 

“ახლა ეს არ მოხდა, მაგრამ რეალური შესაძლებლობა რომ გვქონოდა, საქმეზე სერიოზულად ვიმუშავებდით. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და რა თქმა უნდა, მის დამატებაზე უარს ვერავინ იტყვის. 

საინტერესო იყო, რამდენი იწერებოდა მესის “სიტიში” შესაძლო ტრანსფერზე. ეს ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ გაძლიერდა ჩვენი კლუბი და რამდენად სასურველი გახდა უმაღლესი კლასის ფეხბურთელებისა და პეპ გვარდიოლას გუნდში თამაში. 

ვნახოთ, გვექნება თუ არა ასეთი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ. თუ მესი “ბარსელონადან” წამოვა, დიდი ალბათობით, მის გადმობირებას განვიხილავთ”. – განაცხადა ბერადამ. 

როგორც იცით, ლეო მესის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2021 წელს გასდის, “ბარსას” კაპიტანი კი გახანგრძლივებას არ ჩქარობს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • BARCELONA FOREVER
    schedule 09 ოქტ 2020, 19:18

    კარგი ეხა როგორ გაძლიერდა პრემიერ ლიგაში ლივერპულმა გიხმარათ წინა წელს ლიგაზე ლიონმა ეხა კიდე ლესტერმა მესის დაანებეთ თავი და მიხედეთ თქვენ თავს იქეთ