workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: სერჟინიო დესტმა თამაშის ნებართვა მიიღო

ოფიციალურად: სერჟინიო დესტმა თამაშის ნებართვა მიიღო

ახლახანს, “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერჟინიო დესტმა “ბარსა”-“სევილიას” დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღო. 

დესტი 23-კაციან განაცხადში თავიდანვე შეყვანილი იყო, თუმცა მისი გამოქვეყნების დროს ლა ლიგას ამერიკელი ფეხბურთელის რეგისტრაციის პროცესი დასრულებული არ ჰქონდა, ამის გარეშე კი სერჟინიო მოედანზე გასვლას ვერ შეძლებდა. 

შესაბამისად, ამსტერდამის “აიაქსიდან” შეძენილი 19 წლის მოთამაშის დებიუტი, დიდი ალბათობით, ამაღამ შედგება. მარჯვენა მცველის პოზიციაზე მისი კონკურენტი სერჟი რობერტოა. 

შეგახსენებთ, რომ მატჩი “კამპ ნოუზე” გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • BaKuRa
    schedule 04 ოქტ 2020, 16:10

    ძალიან მაინტერესებს ამის თამაში🤩 იმედია გაამართლებს და რობერტოს ტანჯვის ყურება აღარ მოგვიწევს❤️

  • M10 S9 D11
    schedule 04 ოქტ 2020, 16:07

    ძალიან კარგი იმედია ერთ 20-25 წუთს ათამაშებს