“ბარსელონას” ფრანგმა მცველმა, 20 წლის ჟან-კლერ ტოდიბომ, შესაძლოა, კარიერა გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელოს.
RAC1-ის ინფორმაციით, ტოდიბოს შეძენით დორტმუნდის “ბორუსიაც” ინტერესდება, გერმანელების გარდა კი ფრანგის გადაბირება “ფულემს” სურს, ლონდონელებმა კატალონიელებს უკვე ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს.
ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt ტოდიბოს € 14 მილიონად აფასებს.



ფულემს ბორუსია ჯობია მითუმეტეს თუ გამოსყიდვის უფლებას დაიტოვებენ, მე არ მინდა ამის წასვლა და არაუხოსთან ერთად მინდა ვნახო ერთი თამაში მაინც …
გარსიას თუ ვერ მოიყვანენ ალბათ დატოვებენ ამას. არადა ეხლა მცველზე მეტად დეპაი გვჭირდება. ტოპ მცველს ესენი ვერ მოიყვანენ და პაჭა-პუჭების მოყვანას საერთოდ არ მოიყვანონ ჯობია. პიკე არაუხო ლენგლე უმტიტი ამ ოთხით გავქაჩავთ მომავლ წლამდე და მერე ექნებათ ფული და ვინმე წესიერს მოიყვანენ
ასეთი პრობლემები გვაქვს დაცვაში და მაინც უშვებენ ….