“ბარსელონა ბ”-ს ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ლუდოვიტ რეისი, მომდევნო სეზონში გერმანულ “ოსნაბრიუკში” ითამაშებს. ეს ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად ახლახანს დაადასტურა.
ფეხბურთელი მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფ გუნდს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება და მათ პირველ დივიზიონში დაწინაურებისთვის ბრძოლაში დაეხმარება.
რეისი “ბარსას” 20 წლის ასაკში, “გრონინგენიდან” გასულ ზაფხულში შეუერთდა, ძირითად შემადგენლობაში დებიუტი კი ჯერ არ ჰქონია. მისი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.




ეს სადყავდათ
არადა სადაც ვნახე ამის განხილვა მაშინ ყველგან ახალ ბუსკეტსიაო იძახდნენ