Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, გაბრიელ სანსის ინფორმაციით, ლიონელ მესის “ბარსელონას” ახალი სამწვრთნელო შტაბის მუშაობის ერთ-ერთი ასპექტი ძალიან მოსწონს: ფიზიკური დატვირთვა გაზრდილია და “ბარსას” კაპიტანი მიიჩნევს, რომ ეს მატჩებისთვის მომზადებაში გუნდს დიდ დახმარებას უწევს.
მწვრთნელი, რომელიც სავარჯიშო სესიების ამ ნაწილზეა პასუხისმგებელი, ალბერტ როკაა. ის “ბარსელონას” რონალდ კუმანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ შეუერთდა, თუმცა კატალონიურ გუნდში იქამდეც მუშაობდა – 2003-09 წლებში, ფრანკ რაიკაარდის ხელმძღვანელობის დროს.
ახალი სახეებით დაკომპლექტებულმა შტაბმა “ბლაუგრანას” ვარჯიშის სტილი შეცვალა. ფიზიკური და მენტალური გაძლიერება კუმანის გუნდს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მატჩებში გარკვეულწილად უკვე დაეტყო.

არა ლამბადას გაცეკვებენ
ჯერ არაფერია მიღწეული არ უნდა გააჩეროს კუმანმა და გუნდმაც განვითარება
აქამდე სად იყო და რატო პრეტენზია არ განაცხადა მაგაზე?;)) 4 წელი ნეხვში რო ვართ და აბიდალს გამოუვარდა რატო ერთი ადგილის განძრევა მოგვთხოვაო.. ტყუილი უთქვამს იმ კაცს რამე? რამდენადაც გენიალურია მოედანზე ხასიათებით იმდენად პატარა ბავშვია
32 წლის კაცი (ბუსკეტსი) რომ 11-12 კილომეტრს ირბენს, უკვე ჩანს მწვრთნელების შედეგი.
კარგია გეყოთ რაც იგულავეთ
💪🏻💪🏻კარგია ფიზიკა ბარსას მთავარი პრობლემაა!