ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, “ფურია როხას” მომდევნო 3 მატჩში “ბარსელონას” ორი ფეხბურთელი დაეხმარება.
ენრიკემ ნაკრებში 17 წლის ფორვარდი, ანსუ ფატი და ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, სერხიო ბუსკეტსი გამოიძახა.
ესპანეთი ამ თვეში 2 ოფიციალურ და ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. პირველი თამაში 7 ოქტომბერს, პორტუგალიასთანაა დაგეგმილი. 10 და 13 ოქტომბერს ლუის ენრიკეს გუნდი ერთა ლიგის მე-3 და მე-4 ტურის მატჩებს ჩაატარებს: ჯერ სახლში შვეიცარიის, შემდეგ კი სტუმრად უკრაინის წინააღმდეგ.



