workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ხელმოწერების გადამოწმებას იწყებს

“ბარსელონა” ხელმოწერების გადამოწმებას იწყებს

ბორდისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა ხვალიდან ახალ ეტაპზე გადადის: “ბარსელონას” წარმომადგენლები Mes que una Mocio-ს მიერ წარდგენილი ხელმოწერების ვალიდურობას შემოწმებას დაიწყებენ. პროცესი 10 დღე გაგრძელდება, 9 ოქტომბერს კი ცნობილი გახდება, მოახერხეს თუ არა ორგანიზატორებმა მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება. 

როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ სულ 20 687 ხმა შეგროვდა. ჟოზეპ მარია ბართომეუსა და “ბარსას” ხელმძღვანელობის სხვა წევრების პოსტებიდან გადაყენების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დადგება, თუ დადგინდება, რომ 4 166-ზე მეტი ხელმოწერა ყალბია. 

Cope-ს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ბორდის ზოგმა წევრმა 5 000 ყალბი ხელმოწერა უკვე დაითვალა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 28 სექ 2020, 23:32

    ეგ არვიცი მაგრამ რაფინია რა ვერ მოიშორა კლუბმა რაა იმენა ჭირიაა

  • C.PC5
    schedule 28 სექ 2020, 23:19

    რაღაც მგონია რომ ამ საქმესაც მიჩქმალავს ბართომეუ და ბევრ ხმას ჩათვლის ყალბად. არამგონია რომ ასე ადვილად დათმოს უკვე ძაან გამთბარი სავარძელი და ალბათ ჩართავს ისევე თავის მაფიოზურ სქემას

  • cezo45
    schedule 28 სექ 2020, 22:52

    რა გაახურეს ამათმაც საქმეე წაიღეს ტვინი უკვეე ისე იწელება პროცედურები მალე მოვა ეს მარტის თვეც და გააფსავს თავისით ეგ ბართუმეუც :დდ

  • პავლოვიჩი56
    schedule 28 სექ 2020, 22:36

    ხელმოწერებთან დაკავშირებით, მოსყიდვების ინტრიგნული სპექტაკლი დადგა ბართომეუმ და მგონი თვითონ გაემბება.