მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ლა ლიგის 2020/2021 სეზონის დაწყების წინ “ბარსელონა” შეაფასა.
“პატივისცემას გამოვიჩენ, არ ვიცი გუნდის შიდა სამზარეულოში რა ხდება, ამიტომაც არ ჩავერევი. ვფიქრობ, პრობლემები და სირთულეები ყველა კლუბშია. ეჭვგარეშეა, რომ “ბარსელონა” ის კლუბია, რომელიც ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს, დიახ, ამაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება.”, – ზიდანის სიტყვებს AS ციტირებს.

კაი იყო ჩაგეთვალა
ბარსა ვერაფრისთვის იბრძოლებს რადგან გუნდში სერიოზული განხეთქილებაა, კაპიტანი ტრენერს “ეჩორტავება”
3 ფრონტზე კიარა, ერთი ტიტულისთვის მაინც თუ ვიბრძოლებთ კარგი იქნება
La liga mainc unda movigot or wliani chavardna arsheidzleba barsastvis❤️