კატალონიის “ბარსელონა” მილანის “ინტერის” თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის შეძენის ვარიანტს ისევ განიხილავს.
მიმდინარე წლის ზაფხულში ლაუტაროს “ბლაუგრანაში” შესაძლო გადმოსვლაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა კატალონიელები არგენტინელი ფეხბურთელისთვის ბრძოლას მას შემდეგ გამოეთიშნენ, რაც “ნერაძურიმ” საბოლოო შეთავაზებაზე უარი თქვა.
RAC1-ის მიერ ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსა” ლაუტარო მარტინესისთვის ისევ იბრძოლებს, თუმცა კლუბში კარგად იციან, რომ 23 წლის შემტევის შეძენა რთული იქნება.
