workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლასარტე: პასუხისმგებლობა ყველაფერ ცუდზე, რაც ”ბარსაში” მოხდა, სუარესს დააკისრეს

ლასარტე: პასუხისმგებლობა ყველაფერ ცუდზე, რაც ”ბარსაში” მოხდა, სუარესს დააკისრეს

“რეალ სოსიედადის” ყოფილმა მწვრთნელმა, მარტინ ლასარტემ, Marca-სთან ინტერვიუში ლუის სუარესის ტრანსფერის შემდეგ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. 

“შეძლებს “ბარსელონა” დღეს კლუბში ლუის სუარესზე უფრო ძლიერი მოთამაშე მოიყვანოს? კატალონიელებს უბრალოდ სურთ სუარესს დააკისრონ მათი არასათანადო მენეჯმენტის საფასური, რაც მთელი წლის განმავლობაში გამოავლინეს. როგორც ჩანს, პასუხისმგებლობა ყველაფერ ცუდზე, რაც “ბარსელონაში” მოხდა, სუარესს დააკისრეს. 

ვფიქრობ, გრიზმანმა “ბარსელონაში” თავი საკმარისად კარგად წარმოაჩინა, თუმცა ჩვენ მის საუკეთესო ვერსიას ჯერ კიდევ ველოდებით.” – განაცხადა ურუგვაელმა სპეციალისტმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 24 სექ 2020, 14:16

    მარტო სუას არა, პასუხისმგებლობა ყველა ფეხბურთელს სამწვრთნელო შტაბს და ხრლმძღვანელობას უნდა დაეკისროს. ყველა დამნაშავეა იმ სირცხვილში, პრობლენა უფრო ღრმაა ვიდრე ერთი ფეხბურთელი, ეს სეზონიც ეცლიათბსუასთვის და მერე ეგ და მესი ერთად წავიდოდენ თავაწეულნი, გოლეადორი აღარ დარჩა.. ვართ მარტო მესის იმედათ რომელიც რა ხასიათზე იქნება კაცმა არიცის, გვერდში არავინ ყავს რომ გაუგოს, ბურთი გაუგოროს სწორად გაეხსნას და გაიტანოს, ერთადერთი გამოსავალი მესის ცრუ ცხრიანზე დაყენებაა რომ თავად ყაროს გოლები.

  • Iniesta_8
    schedule 24 სექ 2020, 13:41

    რონალდინიოს და დეკუს წასვლა ამაზე მეტად მეწყინა, თან ორივეს ჯერ კიდევ ჰქონდა რამდენიმე წელი სათამაშო, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა სწორი გადაწყვეტილება იყო. ახლა არ მაქვს იგივეს იმედი და გამიხარდება თუ ვცდები

  • ჯერემი რენერი
    schedule 24 სექ 2020, 13:35
    ზუსტად ეგრე გამოვიდა..