გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლუის სუარესმა და “ბარსელონამ” შეთანხმებას მიაღწიეს და ურუგვაელი მადრიდის “ატლეტიკოში” უფასოდ გადადიოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ შეთანხმების მიუხედავად, ჟოზეპ მარია ბართომეუ ტრანსფერის წინააღმდეგია.
ახლა უკვე გაუგებრობის მიზეზებიც ცნობილია. RAC1-ის ცნობით, “ბარსელონა” და სუარესი შეთანხმდნენ შემდეგზე: კლუბი ფეხბურთელს მომდევნო წლის ხელფასის დაახლოებით ნახევარს გადაუხდიდა; სუარესი კლუბს უფასოდ დატოვებდა; სუარესს უფლება ექნეობდა უფასოდ გადასულიყო სხვა კლუბში გარდა “რეალისა”, “პარი სენ-ჟერმენისა” და მანჩესტერული “სიტისა” და “იუნაიტედისა”. მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, დარჩენილი იყო მხოლოდ დოკუმენტებზე ხელმოწერა.
მას შემდეგ, რაც პრესაში გაჟღერდა, რომ სუარესი “ატლეტიკოში” გადადის, ბართომეუ მიხვდა, რომ მის კლუბს შეთანხმებაში, გამონაკლისებში, “ატლეტიკო” გამორჩა. დიახ, ასეთი მმართველობა ჰყავს დღეს “ბარსას” – “ატლეტიკო” “გამორჩათ”. არადა, “ბარსელონას” ალბათ ყველა გულშემატკივარმა იცის, რომ მთელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, ლუის სუარესის დამატებასთან ახლოს მხოლოდ “იუვენტუსი” და “ატლეტიკო” იყვნენ.




დიდი ხანია გვესმის მაგრამ ახლახანს დადასტურდა ინფორმაციაააააა მეგობრებოოო რომ ბართომეუს დიდი დანაკლისი აქვს ტვინში
მერე გიკვირდა ასე რატო იქცევა მესიო.კიდე რამდენი რამ არ მოდის ჩვენამდე.ეს აღარაა კლუბი ასეთი ჯიუტი როგორ უნდა იყო ყველა შენ გადადგომას ითხოვს და არ გადადგე გამოხვიდე და კლუბის გეგმებზე ისაუბრო ვითომც არაფერი არ ხდება.რაკიტიჩი ვიდალი სუარესი 50 ლიმონი როგორ ვერ უნდა აიღო?და ესენი აქეთ უხდიან წასასვლელ ფულს და ხელფას.
ამათ მართლა ხო არ ჩამოკრეს. უფასოდ უშვებენ და ხელფასის ნახევარი კიდე ჩვენ უნდა გადავუხადოთ?
როგორც ლეო არ გაუშვეს ისე არ გაუშვებენ ამას, არადა სუარეს მართლა არ უნდა წასვლა და რას აწვალეენ დატოვონ სეზონის ბოლომდე, 9-იანის გარეშე გვტოვენებ. უფასოდ რო სუარეს უშვებთ ბრაუთვაიტი გაუშვით 15- მილიონად უფრო არ ვიქნებით მოგებული? ხელფასის ნახევარს მაინც უხდით და ბარემ გადაუხადეთ ბოლომდე და კლუბში დატოვეთ, ბრეითვაიტის ხელფასი და ბონუსებსაც ჩამორჩებიან, სუარესი ხელფასის დაკლებაზეც წამსვლელია ისე სურს დარჩენა
მიწასთან გაასწორა გუნდი.რა დონის ნაგლია ყველამ იცის თვითონაც რო უნდა გადადგეს მაგრამ ჯიბრზე არ ტოვს პოსტს.ესაა კლუბის საბოლოოდ დანგრევა და ესეთ კლუბში მესის წასვლას აპროტესტებდა ხალხი.რა უნდა ამ სასირეთ გუნდში ისეთ ადამიანს რონელის მსგავსის შეიძლებ არ დაიბადოს 10 წლეულები?მითუმეტეს 33 წლის ასაკში.ყველანაირად ლაფში სვრის კლუბს
ბართუშა ძაან გამობართუშდა
ეს თუ ასეა, ძალიან სიდებილეა. ან იურისტი არ ყავთ? ან ადვოკატი არ ყავთ? ან აუდიტი არ ყავთ? თუ ეს პირველი შემთხვევა არ არის, თქვენ წარმოგიდგენიათ რამდემი მილიონი შეიძლება დაკარგო ასეთი უტვინობით?