“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, ორიოლ რომეუმ, რომელიც ამჟამად “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავს, ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერზე ისაუბრა, რომლის მიმართ ინტერესს კატალონიელები იჩენენ.
“ჩემი აზრით, ჯორჯინიო ვეინალდუმს “ბარსელონას” სტილი არ გააჩნია. დღესდღეობით ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი – ტიაგო ალკანტარაა.” – რომეუს სიტყვებს RAC1 ციტირებს.
ორიოლ რომეუ “ბარსელონას” აკადემიაში 2004-2009 წლებში ირიცხებოდა, 2008-2011 წლებში კი “ბარსელონა ბ-ს” წევრი გახლდათ. ესპანელმა პირველ გუნდში მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა (2010/2011).




"ჩემი აზრით, ჯორჯინიო ვეინალდუმს "ბარსელონას" სტილი არ გააჩნია. დღესდღეობით ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი – ტიაგო ალკანტარაა." – რომეუს სიტყვებს RAC1 ციტირებს
ეს მაინც წაიკითხა კუმანმა, თავი რო მოიკლა ეგ კაცი არ დამანახოთო. ესე იგი პეპი რო ამჩნევდა კარგი იყო, ცდებოდა ვითომ?
ესეც ნიდერლანდელია. ქერა იყო, უბრალოდ გაირუჯა და გაშავდა. 😁