“რაიო ვალიეკანოს” ყოფილმა მწვრთნელმა, პაკო ხემესმა, ერთ-ერთ ინტერვიუში “ბარსელონას” კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“ის რომ მესი ესპანეთში დარჩა – ეს შესანიშნავი სიახლეა. “ბარსელონაშიც” ასე ფიქრობენ, მაგრამ მე ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, რადგან მესი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ის დარჩა, რადგან მას ეს აიძულეს. “ბარსელონას” პრეზიდენტი რომ ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, რათა არგენტინელი გუნდიდან წასულიყო. მესიმ მოქმედება ყველა ფრონტზე დაიწყო, რადგან განაწყენებული იყო, ის თვლის, რომ მოატყუეს და დააიგნორეს.” – ხემესის სიტყვებს Diario Sport ციტირებს.




მატყუარა გადამგდებისგან აბა რას ელოდი.