workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Ser: დღეს დილით, ბართომეუს წინააღმდეგ 600 ხმა დარეგისტრირდა

Ser: დღეს დილით, ბართომეუს წინააღმდეგ 600 ხმა დარეგისტრირდა

ბოლო ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჟოზეპ მარია ბართომეუს წინააღმდეგ 14 100 ხელმოწერაა შეგროვებული. იმისთვის, რომ პრეზიდენტისა და ბორდის უნდობლობის გამოცხადების საკითხი აღიძრას, კიდევ დაახლოებით 2 400 ხმაა საჭირო. ერთ დღეში ამდენი ხელმოწერის შეგროვება ძალიან რთული იქნება, თუმცა, მედიის ინფორმაციით, კლუბის წევრების ნაწილმა რამდენიმე საათის წინ პროცესის დაჩქარებას ხელი შეუწყო. 

Cadena Ser-ის ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატის, ვიქტორ ფონტის ოფისში ხელმოწერა დღეს დილით 600-მა ადამიანმა წარადგინა, რაც დროის მცირე მონაკვეთისთვის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, დარჩენილ საათებში მიზნის მიღწევის შანსი გაიზარდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • ჩიკო
    schedule 16 სექ 2020, 19:34

    ეს 2400 ხმაც რომ აგროვდეს მერე რახდება ანუ ოფიციალურად გადადგება ეს თუ რა მოხდება?

  • nika 54
    schedule 16 სექ 2020, 16:21

    ციტატა: Griezzy7
    ვინაწერს ხელს გამაგებინეთ ვინმემმ. ვერ გავიგეეე???????


    ხელმოწერები კლუბის ოფიციალური წევრებისგან (Socios) გროვდება, რომლებმაც დოკუმენტი მატერიალური სახით უნდა შეავსონ. ანუ პირადად მივიდნენ და შეავსონ ფორმა.

  • Hessi
    schedule 16 სექ 2020, 16:08

    ამის წინააღმდეგ თუ ვერ გროვდება ხელმოწერები ესეიგი არც არასდროს შეგროვდრბა ხოლმე

  • Cule Is Always Elegant
    schedule 16 სექ 2020, 14:51

    ციტატა: azulgerana
    ჩვეულებრივმა ხალხმა უნდა მოაწეროს ხელი?


    ბარსას წევრებმა, რაც დაახლოებით 160 000 ადამიანია ესპანეთში

  • romani23
    schedule 16 სექ 2020, 14:32

    ხო ვწერდი აქ რომ 1) ეს კაცი არის უძირავი (როგორც ბიძინა) გემი მიტო რომ 2) სოსიოს-დელეგატები არიან სირ-ზავოდები და ყველ-კარაქები.

  • azulgerana
    schedule 16 სექ 2020, 14:30

    ჩვეულებრივმა ხალხმა უნდა მოაწეროს ხელი?

  • WinGs
    schedule 16 სექ 2020, 14:24

    ციტატა: Griezzy7
    ვინაწერს ხელს გამაგებინეთ ვინმემმ. ვერ გავიგეეე???????


    ბარსელონას წევრები, მათ შორის გულშემატკივრებიც, ოღონდ ოფიციალური საბუთი უნდა ჰქონდეთ. თან დისტანციურად ვერ გააგზავნიან, პირდაპირ დოკუმენტი უნდა მიიღონ და იმას მოაწერონ ხელი. ანუ მცირე დროში ბევრი ხელმოწერის შეგროვება რთულია