workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პლანესი არტურო ვიდალთან მოლაპარაკებას ადასტურებს: მინდა, მას მადლობა გადავუხადო

პლანესი არტურო ვიდალთან მოლაპარაკებას ადასტურებს: მინდა, მას მადლობა გადავუხადო

“ბარსელონას” ტექნიკურმა მდივანმა რამონ პლანესმა დაადასტურა, რომ არტურო ვიდალის ტრანსფერზე მუშაობა მიმდინარეობს და შეთანხმება, დიდი ალბათობით, მალე მიიღწევა. 

“მართალია, რომ ვიდალის წასვლის პროცესთან დაკავშირებით პროგრესია. მინდა, ეს შესაძლებლობა [მირალემ პიანიჩის პრეზენტაცია] გამოვიყენო და მას ჩვენთან გატარებული 2 წლისთვის მადლობა გადავუხადო. 

მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა დასრულებული ჯერ არ არის”. – განაცხადა პლანესმა. 

ტექნიკური მდივანმა კომენტარი კლუბის ერიკ გარსიათი დაინტერესებაზეც გააკეთა. 

“ის “ლა მასიადანაა”, შესანიშნავი ფეხბურთელია და მის დამატებაზე ვმსჯელობთ. ჩვენ ახალგაზრდობისა და გამოცდილების ნაზავი გვჭირდება”. – თქვა მან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Adama traore
    schedule 15 სექ 2020, 18:59

    ერთი მიზეზი მითხარით ეს კაცი რატოა გასაშვები ?

  • shu1987
    schedule 15 სექ 2020, 17:32

    დროზე მოაშორეთ ბარსას, საერთოდ რატო მოიყვანეს დღემდე ვერ ვხვდები..

  • Pavlika
    schedule 15 სექ 2020, 17:31

    ოფიციალურად ვიდალი ინტერის ფეხბურთელია!!! ეხლა ალბათ დაადასტურებენ ამ დღეებში დეპაის ტრანსფერს.