workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მირალემ პიანიჩის პირველი კომენტარი პრეზენტაციის შემდეგ

მირალემ პიანიჩის პირველი კომენტარი პრეზენტაციის შემდეგ

“ბარსელონას” ფეხბურთელად წარდგენის შემდეგ კატალონიური გუნდის ახალწვეულმა, მირალემ პიანიჩმა, პირველი კომენტარი გააკეთა. 

“აქ ყოფნა საამაყოა, ეს ყოველთვის ჩემი სურვილი იყო. ბავშვობიდან ვოცნებობდი იმაზე, რომ “ბარსელონაში” მეთამაშა. 

ამ გუნდის წევრობა შესანიშნავი გრძნობაა. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემს კარიერაში და ცხოვრებაში მოხდა, მაგრამ ერთ დონეზე ყოფნას არასდროს ვეგუები და ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ. “ბარსაში” ჩემი კარიერის მნიშვნელოვან ეტაპს გავატარებ. 

გასახდელში და გვირაბში პირველად შესვლის დროს კარგად გავაცნობიერე, რას ნიშნავს, იყო ამ გუნდის ნაწილი. კლუბის მდიდარ ისტორიას სათანადო გაგრძელება უნდა ჰქონდეს და მე მზად ვარ, თანაგუნდელებთან ერთად მიზნის მიღწევისთვის ყველაფერი გავაკეთო”. – განაცხადა პიანიჩმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • OLD
    schedule 15 სექ 2020, 19:48

    წარმატრბები ძალიან კარგი ტრანსფერია აბა შენ იცი

  • BEQA BARCA
    schedule 15 სექ 2020, 17:06

    პიანიჩი იქნება იმ ფეხბურთელთაგანი რომელსაც უთამაშია რონალდოსთანაც და მესისთანაც

  • Henry
    schedule 15 სექ 2020, 16:51

    ციტატა: BaKuRa
    ყოველ წელს ყველა ასე იძახის, მარა რათ გინდა ბოლო 4 წელია გვიქამბექებენ🤦🏻‍♂️😂😂 8-2 ზე რომ არაფერი ვთქვა..🙄 იმედიაა გაამართლებს ეს ბიჭი 2 წელი მაინც მაღალ დონეზე ითამაშებს და დაგვეხმარება ისევ საუკეთესოები გავხდეთ💪🏻💪🏻❤️


    ბაიერნთან ეს რო გვყოლოდა ცოტა დიდხანს მაინც დავიჭერდით ბურთს და ფლანგებს გრძელი პასებით მაინც მოამარგებდა შეილება 8 – 2 აღარ წაგვეგო 😁

  • Iniesta_8
    schedule 15 სექ 2020, 16:43

    3-4 წელი გამოგვადგეს და წარმატებული ტრასნფერი იქნება. ჩვენი ფეხბურთელებივით სირბილი მაინც არ ეზარება და წინ პასის გაკეთება იცის

  • BaKuRa
    schedule 15 სექ 2020, 16:40

    ყოველ წელს ყველა ასე იძახის, მარა რათ გინდა ბოლო 4 წელია გვიქამბექებენ🤦🏻‍♂️😂😂 8-2 ზე რომ არაფერი ვთქვა..🙄 იმედიაა გაამართლებს ეს ბიჭი 2 წელი მაინც მაღალ დონეზე ითამაშებს და დაგვეხმარება ისევ საუკეთესოები გავხდეთ💪🏻💪🏻❤️