workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Mundo Albiceleste: ლეო მესის დისკვალიფიკაცია მოეხსნა

Mundo Albiceleste: ლეო მესის დისკვალიფიკაცია მოეხსნა

Mundo Albiceleste-ს ცნობით, ლიონელ მესის სანაკრებო დისკვალიფიკაცია მოეხსნა. 

“ბარსელონას” კაპიტანმა არგენტინის ნაკრებთან ერთად გამართულ ბოლო ოფიციალურ მატჩში წითელი ბარათი მიიღო – მესი 2019 წლის კოპა ამერიკის მე-3 ადგილისთვის მატჩში გარი მედელთან შეკამათების გამო გააძევეს. 

ამბავი ამ ეპიზოდში არ დასრულებულა: შეხვედრის შემდეგ, მესიმ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო მკაცრად გააკრიტიკა, რის შემდეგადაც ივარაუდებოდა, რომ ის 2-წლიან დისკვალიფიკაციას მიიღებდა.

რეალური სასჯელი ბევრად უფრო მსუბუქი აღმოჩნდა – 1 500 ევროთი დაჯარიმება და 1-მატჩიანი ბანი. 

თუ არგენტინული წყაროს ინფორმაცია გამართლდება და მესი ერთ მატჩსაც არ გამოტოვებს, მას შეეძლება, “ალბისელესტეს” მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში, ეკვადორის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაეხმაროს. 

არგენტინა-ეკვადორის დაპირისპირება 8 ოქტომბერს გაიმართება. იმავე სანაკრებო პაუზაზე, 13 ოქტომბერს, ლიონელ სკალონის მიერ გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ბოლივიას შეხვდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Messiah
    schedule 11 სექ 2020, 17:13
    კოპა და მსოფლიოს დადებს მესი :3 მარქ მაი ვორდს :3
  • M10 S9 D11
    schedule 11 სექ 2020, 16:07

    ლომო გოლები უნდა ყარო ნაკრებში თორე კრისწინა შეუსრულებელი რეკორდის ზღვარზეა

  • alen halilovic
    schedule 11 სექ 2020, 14:38

    ციტატა: Mes cue un club 1899
    მოკლედ ბოლო შანსია მესისთვის კოპა ამერიკა უნდა მოიგოს ისეთი ძლიერი გუნდი არცერთი არაა ერთი ბრაზილიაღაა დარჩენილი მოკლედ თუ კოპა მოიგო და ლა ლიგაში რაღაც წაიფაფხურეს მეშვიდე ოქროს ბურთს ჩაიდებს ჯიბეში და მერე თუ უნდა სულ დაუმთავრებია კარიერა


    ძმურად, მართლა ეგრე გაინტერესებს მესის ოქროს ბურთები? შოუ გვაჩუქოს მთავარია (რა თქმა უნდა, შოუ რაც უფრო მაღალ დონეზე იქნება, მით უკეთესი)

  • Mes cue un club 1899
    schedule 11 სექ 2020, 14:10

    მოკლედ ბოლო შანსია მესისთვის კოპა ამერიკა უნდა მოიგოს ისეთი ძლიერი გუნდი არცერთი არაა ერთი ბრაზილიაღაა დარჩენილი მოკლედ თუ კოპა მოიგო და ლა ლიგაში რაღაც წაიფაფხურეს მეშვიდე ოქროს ბურთს ჩაიდებს ჯიბეში და მერე თუ უნდა სულ დაუმთავრებია კარიერა