ესპანური პრესის ინფორმაციით, “ბარსელონას” ურუგვაელმა შემტევმა, ლუის სუარესმა, ტურინის “იუვენტუსთან” ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა, იტყობინება Sport.es.
გავრცელებული ინფორმაცით, სუარესი ფიქრობს, რომ “იუვენტუსში” გადასვლა სწორი გადაწყვეტილება არ იქნება, რადგან მის კარიერაში ეს ბოლო დიდი ტრანსფერი იქნება. ურუგვაელს სურს ყველა შესაძლო სცენარი განიხილოს და გადაწყვეტილებაც შემდგომ მიიღოს.
სუარესის მიმართ ინტერესს “იუვენტუსთან” ერთად მადრიდის “ატლეტიკოც” იჩენს.
