workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლომის გული” ჯუნგლებიდან

“ლომის გული” ჯუნგლებიდან

მემფის დეპაის გვარის შეცვლა სურდა, რადგან სულ რაღაც 4 წლის იყო, როდესაც მამამ მიატოვა. ის როტერდამთან ახლოს გაიზარდა, საკმაოდ მძიმე პირობებში, როგორც თვითონ ამბობს ჯუნგლებშია გაზრდილი, სწორედ ამიტომ მთელ ზურგზე ლომის ტატუ აქვს გამოსახული. გარდა ამისა, კიდევ 47 ტატუ აქვს სხეულზე, რაც ასევე სიმბოლური რიცხვია, ქუჩაში გაზრდილი ადამიანისთვის.

ტატუებს შორის არის მისი ბაბუის სახსოვარიც, რომლის ხელშიც გაიზარდა და ბურთის სიყვარულიც სწორედ მან ჩაუნერგა.

მის კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლუი ვან გაალმა. ჰოლანდიელი მწვრთნელი, ცნობილია იმით, რომ მარტივად ენდობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მან მემფისი 2014 წლის მუნდიალზე წაიყვანა და სათამაშო დროც დაუთმო. ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ, მემფისი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჰოლანდიელი, რომელმაც მუნდიალზე გოლი გაიტანა.

ვან გაალი მისი თამაშით კმაყოფილი დარჩა და როგორც კი “იუნაიტედში” გადაბარგდა, მემფისიც თან წაიყოლა. რთული პერიოდი გამოდგა, ფერგის წასვლის შემდეგ “მანჩესტერში” ქაოსი იყო, ამიტომ ვერც მემფისმა გააწყო ვერაფერი, ისევე როგორც სხვა ვარსკვლავებმა, ვან გაალის წასვლის შემდეგ, გუნდში ჟოზე მოურინიო მოვიდა, რომელმაც მემფისი სკამზე გადასვა და ასე დასრულდა მისი ინგლისური კარიერა.

“მე ვთამაშობდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ვცხოვრობდი ლამაზ სახლში, მქონდა დიდი აუზი, ვმართავდი “როლს როისს”, მაგრამ მაინც არ ვყოფილვარ კმაყოფილი.” – აღნიშნავს დეპაი თავის ბიოგრაფიულ წიგნში – “ლომის გული”.

მემფისი მრისხანების შეკავებას ვერ ახერხებდა, ერთ-ერთი ასეთი აფეთქების დროს, სახლში, საუკეთესო მეგობარს გაარტყა. როგორც წიგნში აღნიშნავს, სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დრო იყო. ფეხბურთისგან ისევ სიამოვნება უნდა მიეღო.

ასე აღმოჩნდა “ლიონში.” ფრანგები დეპაის ენდობოდნენ, ეს კი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მემფისი მგრძნობიარე ადამიანია და თუ ვერ გრძნობს, რომ ენდობიან, ძალიან უჭირს თავის დამკვიდრება. “ლიონში” ლიდერად ჩამოყალიბდა და ჩემპიონთა ლიგაზეც ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა.

ასევე ლიდერად იქცა ჰოლანდიის ნაკრებში, სადაც კუმანის ხელმძღვანელობით თამაშობდა. რაც მთავარია, ის გრძნობს ნდობას რონალდ კუმანისგან, ამან კი, შესაძლოა ნაბიჯი “ბარსელონასკენ” გადაადგმევინოს. რა თქმა უნდა, ხვდება, რომ კონკურენცია დიდი იქნება, მაგრამ დეპაი საკმაოდ მებრძოლი ფეხბურთელია და წინააღმდეგობები არ აშინებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • katalomia
    schedule 07 სექ 2020, 15:38

    ციტატა: kingarturo

    ციტატა: katalomia
    Kumani amas gamoiyenebso ki idzaxi da getanxmebi magram im weinaldumzec ro idzaxis gamoviyenebo da ar minda tiagoo rogor unda moiqces kaci ras ityvi shen


    ტიაგო არადა უკეთესი ვარიანტია ბარსასთვის, სტილში უფრო ჯდება. ეგ და დე იონგი ორი ტვინი გვეყოლება გუნდში, კოუ თავისას იზავს. ჟორჟინიო უფრო სხვა სტილია, მუშა იგროკია და ტიაგოს მსგავსად ბურთს ვერ დაიჭერს და ვერ გააკოტროლებს იგრას.

    Uketesi varianti ro gonia weinalduni magitoa rom itxovs da unda mouyvanon kidevac chemi azria.

  • king artthur
    schedule 07 სექ 2020, 15:28

    ტერ შტეგენი- პიკე, ლენგლე, სემედუ, ალბა-დე იონგი, ვეინალდუმი – კოუტინიუ – დეპაი, მესი, დემბელე.

    თუ დააკვირდებით ცენტრში კოუტინიუს სტილის ფეხბურთელის თამაშს საყრდენ ზონაში ტიაგოს ტიპის იგროკზე მეტად ზუსტად მუშა ვეინალდუმის დაყენება სჯობს რომელიც ცენტრის მოცემულობას კარგად დააბალანსებს. შეტევის ხაზს რაც შეეხება შეიძლება ლეოს ცრუ ცხრიანად დაბრუნება, ან კოუტინიუს პოიციაზე სუბთა ათიანად დაყენება, აქვეა გრიზმანიც, რომელიც როტაციის დროს(ლეოს ათიანზე დაყენება) ცრუ ცხრიანის როლს თავად მოირგებს, დეპაის კონკურენტი ფატი იქნება, რომელიც ცენტრფორვარდობაზეც განაცხადებს პრეტენზიას, დემბელეს კი ტრინკაოსთან მოუწევს კონკურენცია. ჩემი აზრით საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი შეიკვრება თუკი ერთ ცენტრალურ მცველს(რომანიოლი, გარსია) და ერთ მარჯვენა მცველს(დესტი) დაიმატებს კუმანი.

  • Argentine
    schedule 07 სექ 2020, 14:58

    ციტატა: totti10

    ციტატა: Argentine

    ციტატა: totti10
    ჰოლანდიელების გადატენვამ რა შედეგიც დადო ყველა ბებერმა გულშემატკივარმა ვიცით, როგორც მახსოვს და თუ სწორედ მახსოვს ვან გაალის დროს გუნდში 12 ჰოლანდიელი იყო, ტრენერიან მოთამაშეებიანა, ეს არაა აკრგი, ვინალდუმს რომ ტიაგოს ამჯობინებ უკვე ჩამოსხმა ხარ, აი რატომ მინდოდა სუარესის წასვლა რომ ფატის უფრო მეტი დდრო ქონდეს ნახე ტიპს რა ტალანტი აქვს? ახლა ეგ უნდა იჯდეს სკამზე და უმაქნისი და უმოტივაციო სუარესი იდგეს ძირითადში რახან ოდესღაც ძალიან კლასნი იყო? ან რიკი პუჩი სკამზე რატო? აი მაგიტომ მინდოდა მესი სუარესის წასვლა რომ ახალგაზრდებს უფრო მეტი დრო დაეთმოს არაუშავს 1-2 წელი იბოგინოს ბარსელონამ, მაგრამ მერე შედეგი დაიდებოდა, თქვენ რა ინიესტა სასწაული იყო გგონიათ ეგრევე ვარსკვლავებს წყვეტდა? არა მაგრამ ნელნელა გადაიყვანეს ბევრჯერ ძირიტადში გაიყვანეს და გაამართლა ამ საწყალ ტალანტებს რატომ კლავენ ვერ ვიგებ რა მემფის დეპაი როცა დემბლეა, რა ვინლანდუმიი როცა რიკი პუჩი და ამბებია, მოგიდგანთ ჰოლანდიური დედმამა 🙂


    ჯერ ერთი ჯერ არავინ მოუყვანია ჰოლანდიელი უმეტესობა ჭორია ვისზეც წერენ და მერე მეორე დეპაის ძაან დიდი ტალანტი აქვს, ერთერთი უნიჭიერესია იგროკია უბრალოდ სიზარმაცე ტრამვები და რთული ხასიათი ეს სამი რამ უშლის ხელს, ნახე ჯერ კიდევ პსვში თამაშის დროს რეებს აკეთებდა და მიხვდები რამხელა ნიჭი ჰქონდა, ლიონშიც ძაან კარგია ერთადერთი მანჩესტერში ვერ გაამართლა თუმცა მანჩესტერშიც თავიდან ძაან კარგი და გოლებიც გაჰქონდა და მწვრთნელმაც აითვალწუნა დეპაი თან მანჩესტერში დეპაიზე ბევრ კარგ ფეხბურთელს ვერ გაუმართლებია თუნდაც დიმარია ფალკაო და ა.შ. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ჯერ კიდევ ბავშვმა დეპაიმ ძაან მაგრად ითამაშა ავსტრალიას ბრაზილიას და ჩილეს გოლებიც გაუტანა და საერთოდ რომ შეხედო დეპაის თამაშებს მიხვდები რო ნიჭი აქვს.

    ჭორია თუ რამე მოყვანა ხომ უნდათ ორივესი, 2014 წელს დეპაიმ რა ქნა არ ვიცი, აგერ მანჩესტერში მიიყვანეს მერე და ტიპი ვერაფერს შვებოდა ეგ დეპაი მაქსიმუმ არსენალი სევილიას დონეა, დი მარია ვარჯიშებს აცდენდა და იგვიანებდა და ბოლოს ამგიტომ გაუშვეს რაც შეეხება ფალკაოს ეგ მანჩესტერში ვერც იყომარებდა რადგან ატლეტიკოდან ინლისში და მითუმეტეს მანჩეში წარმოუდგენელია, ესეიგი დეპაი უნდა მოვიდეს ფატი სკამზე იკდეს გრიზმანი გაყიდონ და ისევ მესი სუარესი გაყიდონ დემბლე სკამზე და იგოგინონ ჰოლანდელებმა? ვინალდუმი თუ მართლა მოიყვანეს და დეპაი ნახე შენ რა უაზრობა იქნება, დავაა მისახედი და ტიპები სადაც 8 კაცია იქ უნდათ დამატება


    ხო და დეპაი სიზარმაცემ დაღუპა, 2014წელს რაც ქნა შენ თუ არ იცი მე ვიცი სამაგიეროდ და მანჩესტერშიც თავიდან რა მაგარი იყო ეგეც გადაამოწმე, ბრიუგეს ლიგის პლეიოფში მარტომ მოუგო და ლიგაზე რო გაგვიყვანა სადებიუტო თამაშშიც შეაგდო გოლი მაგრამ მერე ხასიათმა მწვრთნელის უნდობლობამ და სიზარმაცემ თავისი ქნა პლიუს თვითონ მანჩესტერსაც არ ედგა კარგი პერიოდი მაშინ და დეპაიზე მეტად ფელაინი სმოლინგი იანგი და სხვა ჩლუნგები იყვნენ უფრო გასაშვებები.

  • Argentine
    schedule 07 სექ 2020, 14:49

    ციტატა: totti10
    ჰოლანდიელების გადატენვამ რა შედეგიც დადო ყველა ბებერმა გულშემატკივარმა ვიცით, როგორც მახსოვს და თუ სწორედ მახსოვს ვან გაალის დროს გუნდში 12 ჰოლანდიელი იყო, ტრენერიან მოთამაშეებიანა, ეს არაა აკრგი, ვინალდუმს რომ ტიაგოს ამჯობინებ უკვე ჩამოსხმა ხარ, აი რატომ მინდოდა სუარესის წასვლა რომ ფატის უფრო მეტი დდრო ქონდეს ნახე ტიპს რა ტალანტი აქვს? ახლა ეგ უნდა იჯდეს სკამზე და უმაქნისი და უმოტივაციო სუარესი იდგეს ძირითადში რახან ოდესღაც ძალიან კლასნი იყო? ან რიკი პუჩი სკამზე რატო? აი მაგიტომ მინდოდა მესი სუარესის წასვლა რომ ახალგაზრდებს უფრო მეტი დრო დაეთმოს არაუშავს 1-2 წელი იბოგინოს ბარსელონამ, მაგრამ მერე შედეგი დაიდებოდა, თქვენ რა ინიესტა სასწაული იყო გგონიათ ეგრევე ვარსკვლავებს წყვეტდა? არა მაგრამ ნელნელა გადაიყვანეს ბევრჯერ ძირიტადში გაიყვანეს და გაამართლა ამ საწყალ ტალანტებს რატომ კლავენ ვერ ვიგებ რა მემფის დეპაი როცა დემბლეა, რა ვინლანდუმიი როცა რიკი პუჩი და ამბებია, მოგიდგანთ ჰოლანდიური დედმამა 🙂


    ჯერ ერთი ჯერ არავინ მოუყვანია ჰოლანდიელი უმეტესობა ჭორია ვისზეც წერენ და მერე მეორე დეპაის ძაან დიდი ტალანტი აქვს, ერთერთი უნიჭიერესია იგროკია უბრალოდ სიზარმაცე ტრამვები და რთული ხასიათი ეს სამი რამ უშლის ხელს, ნახე ჯერ კიდევ პსვში თამაშის დროს რეებს აკეთებდა და მიხვდები რამხელა ნიჭი ჰქონდა, ლიონშიც ძაან კარგია ერთადერთი მანჩესტერში ვერ გაამართლა თუმცა მანჩესტერშიც თავიდან ძაან კარგი და გოლებიც გაჰქონდა და მწვრთნელმაც აითვალწუნა დეპაი თან მანჩესტერში დეპაიზე ბევრ კარგ ფეხბურთელს ვერ გაუმართლებია თუნდაც დიმარია ფალკაო და ა.შ. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ჯერ კიდევ ბავშვმა დეპაიმ ძაან მაგრად ითამაშა ავსტრალიას ბრაზილიას და ჩილეს გოლებიც გაუტანა და საერთოდ რომ შეხედო დეპაის თამაშებს მიხვდები რო ნიჭი აქვს.

  • Clever liar
    schedule 07 სექ 2020, 14:23

    ბევრ კომპონენტში ჯობნის ტიაგო და შეიძლება ბარსასთვისაც უკეთესი იყოს ზოგადად, მარა რახან ალკანტარა ცენტრს მიჯაჭვული ნახ. მცველია, ვფიქრობ ისიც ისევე შეუზღუდავს დეინგოს სათამაშო სივრცეს, როგორც ბუსკეცი და მოედნის შუაგულში ისევ დომხალონა დაგვრჩება. ამიტომ ამ ორიდან ისევ ვეინალდუმი მირჩევნია, მარა თუარ მოიყვანენ უკეთესია :)) კოუტინიო გრიზმანთან ერთად კიდე უფრო წაერთმევა რიკი პუჩს ძლივს მიგდებული წუთები და მაგარი უსამართლობა მგონია..

  • M10 S9 D11
    schedule 07 სექ 2020, 13:53

    ციტატა: katalomia

    ციტატა: M10 S9 D11
    კუმანი ამას იდეალურად გამოიყენებს მთავარია ამან ფორმა აღიდგინოს ფორმა რა სისწრაფეს აქვს ცოტა მოსამატებელი დალშე არაფერი უნდა

    Kumani amas gamoiyenebso ki idzaxi da getanxmebi magram im weinaldumzec ro idzaxis gamoviyenebo da ar minda tiagoo rogor unda moiqces kaci ras ityvi shen?


    რავი აბა მე ტიაგო მირჩევნია და ჩემი ნება რო იყოს ტიაგოს მოვიყვანდი ვეინალდუმის თამაშებს რაც ვუყურე სუფთა ზამენის იგროკია 70-ე წუთზე რო უმდა შემოიყვანო და არბენინო რავი ამათგან ერთი რო მოვიყვანოთ კარგი იქნება მარა მე უპირატესობას ტიაგოს ვანიჭებ მარა ტიაგოს არ უნდა ბარსაში ასე რომ ვეინალდუმი მოვა 😃

  • Berlinetta♥
    schedule 07 სექ 2020, 13:52

    25 მილიონად ნაჩუქარია, მაგრამ, ტექნიკური წუნიც ბევრი აქვს, რაც ჩვენთან ყვირის ხოლმე ზოგადად …

    ციტატა: M10 S9 D11
    კუმანი ამას იდეალურად გამოიყენებს მთავარია ამან ფორმა აღიდგინოს ფორმა რა სისწრაფეს აქვს ცოტა მოსამატებელი დალშე არაფერი უნდა


    იმხელა ფეხები აქვს სწრაფად ფიზიკურად ვეღარ ირბენს 🤣

  • katalomia
    schedule 07 სექ 2020, 13:43

    ციტატა: M10 S9 D11
    კუმანი ამას იდეალურად გამოიყენებს მთავარია ამან ფორმა აღიდგინოს ფორმა რა სისწრაფეს აქვს ცოტა მოსამატებელი დალშე არაფერი უნდა

    Kumani amas gamoiyenebso ki idzaxi da getanxmebi magram im weinaldumzec ro idzaxis gamoviyenebo da ar minda tiagoo rogor unda moiqces kaci ras ityvi shen?

  • M10 S9 D11
    schedule 07 სექ 2020, 13:04

    კუმანი ამას იდეალურად გამოიყენებს მთავარია ამან ფორმა აღიდგინოს ფორმა რა სისწრაფეს აქვს ცოტა მოსამატებელი დალშე არაფერი უნდა