“ბარსელონას” სამუელ უმტიტის შენარჩუნება აღარ სურს. ხშირი ტრავმებისა და ფორმიდან ამოვარდნის გამო, ფრანგი მცველი შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და კლუბიდან წასვლა თავადაც უნდა.
მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ევროპის საუკეთესო მცველებს შორის შედიოდა, ჯერჯერობით, უმტიტის შეძენის სურვილი არცერთ კლუბს არ გამოუთქვამს. ბოლო პერიოდში მხოლოდ ლიონის “ოლიმპიკის” სახელმა გაიჟღერა, სადაც სამუელი “ბარსაში” გადმოსვლამდე თამაშობდა.
“ლიონის” მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, უმტიტის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“უმტიტის დამატებით კმაყოფილი ვიქნებოდი, თუმცა, არა მგონია, ეს ადვილად გამოვიდეს”. – თქვა მან.

ე ბიჭო წაიყვანეთ და დემბელე თუარ გამოსწორდა გაიყოლედ თან:D
თუ უფასოდ გაუშვებთ დაფიქრდება
ეჰ უმტიტი… 🙁 ახლა ცენტრალური დაცვის პრობლემა საერთოდ აღარ უნდა გვქონდეს 🙁
დეპაიში გაგიცვლით და ეგაა