workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხორხე მესის ოფიციალური განცხადება

ხორხე მესის ოფიციალური განცხადება

ლიონელ მესის მამამ და ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ხორხე მესიმ, ლა ლიგის პრეზიდენტს, ხავიერ ტებასს, ოფიციალური განცხადებით მიმართა. 

“მე, ხორხე ორასიო მესი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის, ლიონელ ანდრეს მესის წარმომადგენელი, 30 აგვისტოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მიერ მის კონტრაქტთან დაკავშირებით აშკარად მიკერძოებულად გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვაცხადებ:

არ ვიცი, რომელი კონტრაქტი გააანალიზეს მათ და რის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ფეხბურთელის მიერ კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ცალმხრივად მიღების შემთხვევაში ამოქმედდებოდა გამოსასყიდი თანხის გადახდის ვალდებულება. 

თქვენი მხრიდან აშკარა შეცდომას აქვს ადგილი. შესაბამისად, როგორც მოთამაშესა და კლუბს შორის გაფორმებული კონტრაქტის 8.2.3.6 პუნქტში პირდაპირ წერია, “კომპენსაციის ვალდებულება არ იმოქმედებს მაშინ, თუ 2019/20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი ცალმხრივად იქნება გაწყვეტილი”. 

თუ სხვა პუნქტებს მხედველობაში არ მივიღებთ, მხოლოდ ამის გათვალისწინებითაც კი ნათელია, რომ 700-მილიონიანი კომპენსაცია, რომელიც 8.2.3.5 პუნქტშია ნახსენები, ამ სიტუაციაში არ მოქმედებს”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (21)

  • nika 54
    schedule 10 მაი 2023, 18:03

    "არაფერი გაფორმებულა და არც ვერბალურად შეთანხმებულა – უბრალოდ ცრუ ცნობებში ლეოს სახელს იყენებენ".

    ეს ოფიციალური განცხადება კი არა ნუ ჭორაობთო ჟურნალისტებო-ო, გააფრთხილა უსაქმური ჟურნალისტები.