workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
El Mundo: ბართომეუს კორუფციაში ბრალს სდებენ

El Mundo: ბართომეუს კორუფციაში ბრალს სდებენ

El Mundo-ს ინფორმაციით, კატალონიურმა პოლიციამ “ბარსელონას“ ხელმძღვანელობას ბრალი კორუფციაში დასდო.

წყაროს მიხედვით ვიგებთ, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუს საკუთარი ფინანსური სარგებლის გამო ბრალი დანაშაულებრივ საქმიანობაში მიუძღვის.

საგამოძიებო უწყებამ “ბარსაგეითის“ საქმეში საკმარისი სამხილი აღმოაჩინა, რაც კორუფციული სქემის არსებობას ადასტურებს.

ჯერ კიდევ თებერვალში, Cadena Ser პირველი ესპანური გამოცემა იყო, რომელმაც მილიონი ევროს საეჭვო ანგარიშებზე გადარიცხვაზე ინფორმაცია გააჟღერა. ამ თანხით პიარ-კომპანიები და ე.წ. “ტროლები“ ფინანსდებოდნენ.

როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, სოციალური მედიის ინფლუენსერების სახელით შერაცხული ანგარიშების მიზანი, სხვადახვა ქსელში ჟოზეპ მარია ბართომეუს იმიჯის დაცვა და თავის მხრივ კლუბის ავტორიტეტების, ლიონელ მესისა და ჟერარ პიკეს დისკრედიტაცია იყო.

საინტერესოა, რა ბედი ელის “ბლაუგრანას“ ამჟამინდელ პრეზიდენტს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე კრახის, არასათანადო სამწვრთნელო შტაბის დანიშვნის, სატრანსფერო ფანჯარაზე ფიასკოებისა და რაც მთავარია, ლეო მესისთან მკვეთრად დაძაბული ურთიერთობის შემდეგ, თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვებას არ აპირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 04 სექ 2020, 15:42

    ციტატა: ANSU FATI..
    როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, სოციალური მედიის ინფლუენსერების სახელით შერაცხული ანგარიშების მიზანი, სხვადახვა ქსელში ჟოზეპ მარია ბართომეუს იმიჯის დაცვა და თავის მხრივ კლუბის ავტორიტეტების, ლიონელ მესისა და ჟერარ პიკეს დისკრედიტაცია იყო

    აი ბიჭებო იმ ხალხის სახე ვისაც დავუჯერეთ შეცდომით

    რა ბედი ელის და როსელის ბედი მოახეხინებენ კარგად იმედია მანამდე ერთ ორ ტრანსფერს მაინც მოასწრებს ეგ პერესის შვილობილი ნაბი@ვარი :):):)


    როსელის ინტერვიუ გამახსენდა: "პირველად ციხეში მაშინ შემეშინდა, როცა პატიმრის სამოსთან ერთად, ორი ცალი პრეზერვატივი და ვაზელინი მომცეს"-ო

  • davidus2020
    schedule 04 სექ 2020, 10:02

    პეპ გუარდიოლა,
    ყიდვაში მაგარი სხემებით ყიდულობს და ფულს ათეთრებს,დედა უტირა ბარსას, როგორც ფინანსურად ისე მორალურად

  • C.PC5
    schedule 04 სექ 2020, 09:50

    ისე რა ყველა პრეზიდენტს აქვს ასრთი დარღვევები, ვითომ არ ყოფნით რასაც შოულობენ? მარა ბართო შენ მიაწექი მაგ საქმეს იქნებ უფრო მეტი სამხილები იპოვონ და აღარ დაგზოგონ🤗🤣😉

  • me da barca
    schedule 04 სექ 2020, 09:17

    ბართო ვირის აბანოში

  • Anssumane
    schedule 04 სექ 2020, 08:38

    როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, სოციალური მედიის ინფლუენსერების სახელით შერაცხული ანგარიშების მიზანი, სხვადახვა ქსელში ჟოზეპ მარია ბართომეუს იმიჯის დაცვა და თავის მხრივ კლუბის ავტორიტეტების, ლიონელ მესისა და ჟერარ პიკეს დისკრედიტაცია იყო

    აი ბიჭებო იმ ხალხის სახე ვისაც დავუჯერეთ შეცდომით

    რა ბედი ელის და როსელის ბედი მოახეხინებენ კარგად იმედია მანამდე ერთ ორ ტრანსფერს მაინც მოასწრებს ეგ პერესის შვილობილი ნაბი@ვარი :):):)

  • B A R S A 2005
    schedule 04 სექ 2020, 03:38

    შე დებილო, მანდ სხვებოც იპარავდნენ ფულს მაგრან, როცა შედეგებს დებ და იმარჯვებ 1 მილიონს არავინ აკვირდება მარა როცა გუნდს გაანადგურებ 1 ლარსაც გადაგატ*****ნ. ხოდა აი ის ანდაზა მოგივიდა, გაჭირვებულსო ქვა აღმარათშიც წამოეწევაო 😀😀😀😂😍

  • Ronaldinho..
    schedule 04 სექ 2020, 03:22

    ნეტა მართლა გვეშველოს და გააგდონ ეს კაცი..

    მესიც ხო დარჩება და გუნდიც გაცოცხლდება!!!