ლიონელ მესის მომავალი ისევ ბურუსითაა მოცული. თუ აქამდე იწერებოდა, რომ არგენტინელს “ბარსელონადან” წასვლა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მამამისისა და კლუბის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის დარჩენასაც განიხილავს.
Deportes Cuatro-ს ცნობით, ლეო მესი გაურკვევლობის დასრულებას დღეს აპირებს. ის რამდენიმე საათში “ილაპარაკებს”.

ახლა თუ დარჩა დიდი შანსია, რომ გაისადაც დარჩეს და აქტიური კარიერა ბარსაში დაასრულოს
მე მგონი, თუ იტყვის წელს დავრჩები და მომავალ სეზონში წავალო, მაშინ კაპიტნის სამკლაურიც უნდა დატოვოს. არა იმიტომ რა ღირსი აღარ არის არამედ იმიტომ, რომ ახალმა მწვრთნელმა თავისი კაცი უნდა დააყენოს და მესი ამ სიტუაციაში ვერ იქნება მთლად დონეზე, ითამაშოს მაქსიმუმზე რომ "გუნდის გამხნევების" დრო აღარ დარჩეს და მთლიანად საქმეზე იფიქროს. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ისე მოწყობილი რო თითქოს დასაჯეს, პროსტო თავისი სურვილით დატოვოს.
ხოლო პატრულს მადლობა?
იმ მესის დედა მივაცენზურე ბართომეუს რო ბოდიშს მოუხდის
ბოდიში უნდა მოუხადოს მთლიანად ბარსელონას და პირადად ბატონ პრეზიდენტს გუნდის ინტერესების უპატივცემლობისთვის
მიდი რა ლომო თქვი ბოლო ბოლო სიმართლე და ამოგვასუნთქე
დარჩი შეჩემა და ეს ერთი წელი მოხოდე როგორმე გუნდი კაპიტანი ხარ და უნდა შეძლო გუნდის მოტივირება შემდეგ წელს კიდე მოიშორე ბართომეუ და ისეთი პროექტი აარჩევინე ბარსას რო ხედავდე წინსვლას და საუკეთესოობისთვის ბრძოლას. ვიცი რთულია მესის ადგილზე ეხლა ყოფნა ბართომეუმ ისე შეაზიზღა თავი და ზოგადად გუნდი მარა მაინც მესი მესია ჩვენია და მარტო ამ გუნდში ვხედავ გაქცევით უარესი დაემართება მასაც და ჩვენც ამიტომ რეალურად ვინც არის წურბელა ის უნდა მოიშოროს გუნდმა და მესის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. თუ იტყვის რო ბართომეუსთან არუნდა მუშაობა შესაბამისად სხვასაც აირჩევენ მოკლედ ვნახოთ რა იქნება რამე გამოვიდეს და გუნდი ცოტა დაიქაჩოს