workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენს ტიაგოს ტრანსფერი სურს

ტერ შტეგენს ტიაგოს ტრანსფერი სურს

“ბარსელონას” გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ტიაგო ალკანტარასადმი სიმპათიებს არ მალავს და “ბლაუგრანაში” იწვევს.

“ჩემი დიდი სურვილია, რომ ტიაგო ალკანტარა გუნდში მყავდეს. მისი სათამაშო სტილი “ბარსას” შეეფერება. გამიხარდება თუ ის ჩვენთან გადმოვა.

ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ისინი თუ მას შეიძენენ, კარგი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე მისთვისაც.” – განაცხადა ტერ შტეგენმა.

მიუხედავად იმისა, რომ ტიაგოს “ბაიერნის” დატოვება აქვს გადაწყვეტილი და არაერთი გრანდი იბრძვის მის გადასაბირებლად, “ბარსელონამ”, ამ ეტაპზე, ოდნავი ინტერესიც კი არ გამოიჩინა ბრაზილიელ-ესპანელის კლუბში დასაბრუნებლად.

“ლურჯ-ბროწეულისფერთა” ყოფილ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონებთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და დიდი შანსია, რომ წელს მან გუნდი დატოვოს. ტიაგოსთვის ბრძოლაში ვაფორიტი “ლივერპული” იყო, თუმცა კლოპის გუნდი 30 მლნ. ევროს გადახდაზე, რომელიც “ბაიერნმა” მოითხოვა, უარს აცხადებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • shu1987
    schedule 02 სექ 2020, 17:29

    ტიაგო ზაან მაღალი დონის ფეხბურთელია მაგრამ 30 წლის ხდება და მომავლის პერსპექტივას ვერ ვხედავ ისევე როგორც ვეინალდუმში … ბარსას მომავალზე გათვლილი პროექტი ჭირდება ახალგაზრდებზე გათვლილი…

  • M10 S9 D11
    schedule 02 სექ 2020, 15:37

    რატო გესმით ისე თითქოს ტრანაფერებს ითხოვენ იციან უბრალოდ რა არის გუნდისთვის კარგი და ცდილობენ ხელმძღვანელობას გააგებინონ რო როცა შანსი აქვთ კარგის მოყვანის ვეინალდუმები და ლაუტაროები არ უნდა მოიყვანონ

  • CuleTillIDie
    schedule 02 სექ 2020, 15:34

    არა მარკ, ჩვენ მხოლოდ პიანიჩი გვჭირდება :დდდ

  • Barca1980
    schedule 02 სექ 2020, 15:24

    პიანიჩში 70 ლიმონის გადახდას , დავიჯერო ტიაგოში არ ჯობდა 30 გადაგვეხადა ? სიხარულით გაგვიცვლიდა ბაიერნი და ფულსაც დაამატებდა ზემოდან .

  • Anssumane
    schedule 02 სექ 2020, 13:38

    ეგ მეც კი მინდა

  • davidus2020
    schedule 02 სექ 2020, 13:35

    ტიაგოს არ იყიდის აჩკარიკა,ფულის მისაღებად არა დიდი თანხა

  • JasoN
    schedule 02 სექ 2020, 13:27

    Exla aman daiwyo transperebis motxovna ))))

  • flyingdutchman
    schedule 02 სექ 2020, 13:11

    ესმის კაცს