ცნობილი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუის სუარესმა და “იუვენტუსმა” შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
“ბიანკონერი” იმედოვნებს, რომ სუარესს უფასოდ დაიმატებს, “ბარსას” კი ფეხბურთელისთვის ერთი სეზონის ხელფასის გადახდა მოუწევს. “იუვეში” 33 წლის თავდამსხმელს ხელფასი არ შეუმცირდება.
ტრანსფერის დასრულებამდე მხოლოდ ახლა “ბარსელონას” ოფიციალური თანხმობაა დარჩენილი. ფინანსური გარიგების პირობები მოქმედი ხელმძღვანელობისთვის ნამდვილად შესაფერისია.
წინა სეზონში სუარესმა 21 გოლისა და 12 ასისტის შესრულება შეძლო, მაგრამ რონალდ კუმანმა მას მოსვლისთანავე აცნობა, რომ მომდევნო სეზონში არ ათამაშებს. გამორიცხული არაა, რომ “ბარსამ” შემცვლელის პოვნა ვერ მოასწროს.

რაღაცა არასწორად წერია თუ ესენი ბოლომდე გამო…ნ.
ხელფასი არ უმცირდება იქ და ესენი 1 წლის ხელფასს გადაუხდიან? გამოდის, რომ 1 წლის ხელფასს მუქთად აიღებს. თუ ხელფასს მაინც უხდი დატოვე სკამზე შე იდიოტო.
Xpass maic tu uxdian ar gaushvan mashin.. tuarada gayidon unda
მოიცა თან უნდა გაუშვან და თან ხელფასი გადაუხადონ? ვერ არიან დალაგებულად 😀
ძაან მაგარი ბორდი გვყავს,ამდენმა ყ..მ ერთად თავი როგორ მოიყარა??? ჯეკას უშვებენ და გრიზმანის იმედად გვტოვებენ???ფანტასტიკა
წადი სუა წადი არც უნდა იყო იქ სადაც არ გაფასებენ სიტყვა მეტი ვიდრე კლუბი ისტორიის ნაწილია სამწუხაროდ უკვე
ამ კაცის უფასოდ გაშვება თან როდესაც არ იცი მესსი მიდის თუ რჩება ასე სულელურად კონტრაკტის გაწყვეტით რო აგდებ კაროჩე საოცარი სეზონი გველოდება იმედია ეუროპა ლიგაზე მაინც გავალთ