გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მარტინ ბრეითუეიტმა კლუბს 10 ნომრიანი მაისური სთხოვა იმ შემთხვევისთვის, თუ ლეო მესის “ბარსელონადან” წავიდოდა.
დანიელმა თავდამსხმელმა დღეს ამაზე კომენტარი გააკეთა.
“რა თქმა უნდა, კლუბისთვის მესის მაისურის ნომერი არ მითხოვია. ეს ძალიან დიდი უპატივცემულობა იქნებოდა.
მესისთან დაკავშირებით ბევრი რამე იწერება და ნამდვილად არ ვიცი, რა ხდება სინამდვილეში. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ლეო შესანიშნავი ფეხბურთელია და მასთან ერთად გუნდში ყოფნა სასიამოვნოა”. – თქვა მარტინმა.

ებიჯო მიდი თქვი რომ არ გინდა თორე ძალით ჩაგაცმევენ 🙂
თუ ლეო წავა რაც მაგრად არ მინდა და არც მგონია მაგრამ თუ წავიდა და თუ კოუტინო დააბრუნეს კოუს უნდა მისცენ ათი ნომერი მაგრამ რამდენი თუ არის თუ თუ და ისევ თუ.,..ოხ ბართო შენი წურბელა ჩანერიგილი დედა რა კლუბის დამაქცეველო😡😡😡😡😡
ვის ჯეროდა რო?