ეზეკიელ დ’ანჯელო ლიონელ მესის აფრთხილებს, რომ “სიტიში” არ გადავიდეს.
დეპორტივოს ყოფილმა ფეხბურთელმა, პრემიერ ლიგაში გარკვეული ხანი გაატარა და დიდად ბედნიერი მოგონებები ამ პერიოდთან არ აკავშირებს.
“კარგი გამოცდილება იყო.” – უთხრა დ’ანჯელომ TTSport-ს – “ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული, როცა მთელი ცხოვრება ბარსელონაში ცხოვრობ, მერე ინგლისში გაგიჭირდება. მთელი თვე წვიმდა, ასეთ რამეს არ ველოდი, მეგონა სიზმარში ვიყავი. თუ წვიმიანი ამინდი არ გიყვარს, ხასიათი გაგიფუჭდება და ვერაფრის კეთებას დიდი მონდომებით ვერ შეძლებ.”
“მანჩესტერი ცივი ქალაქია, სახლებიც კი ყველგან ერთნაირია, ის არ ჰგავს ესპანეთს, თუმცა ფანობის კულტურა საუკეთესო აქვთ, ერთხელ თუ შეგიყვარეს, არასდროს დაგივიწყებენ, ამ მხრივ არგენტინელებს ჰგვანან, ცოტათი შეშლილები არიან.”
“მჯერა, რომ მესი ყველგან წარმატებული იქნება, მაგრამ არა მგონია ამინდი მოეწონოს, ამიტომ პარიზში წასვლას ვურჩევდი, იქ თავს უკეთ იგრძნობს და მეგობარიც მეტი ეყოლება.”

მთელი თვე წვიმა… idk man sounds like a heaven for me
ეს ხელაიფის ბოტია? 😀