workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დატოვოს მესიმ “ბარსა”

5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დატოვოს მესიმ “ბარსა”

კაპიტნის წასვლა, როგორც გუნდისათვის, ისე კლუბისთვის, უდიდესი ზიანის მომტანია. შეგვიძლია, 5 მთავარი მიზეზი გამოვყოთ, რომლის გამოც არგენტინელის წასვლა “ბარსელონასთვის” ყოველმხრივ მიუღებელია.

საკვანძო ფიგურა გუნდში: ლეო მესი არის ქვაკუთხედი, რომლის გარშემოც რონალდ კუმანს ახალი პროექტის შექმნის სურვილი აქვს. შესაბამისად, არც მწვრთნელს და არც კლუბს “ლა პულგას” დაკარგვა არ სურს.

უფასოდ წასვლის საშიშროება: არგენტინელი თვლის, რომ შეუძლია კონტრაქტში არსებული ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, კლუბი უფასოდ დატოვოს. ხელმძღვანელობა კი ამტკიცებს, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მესის მხოლოდ 10 ივნისამდე შეეძლო.

გაცვლის ცუდი ვარიანტები: “მანჩესტერ სიტი”, რომელიც მესის დამატების მხრივ ნომერ პირველი კანდიდატია, ლეოს სანაცვლოდ, ერიკ გარსიას, ანხელინიოსა და დამატებით ფულს ჩამოდის. აღნიშნული ვარიანტი “ბარსასთვის” სარფიანად არ ითვლება.

სუსტ კლუბად გამოჩენის საშიშროება: “ბლაუგრანა” ფიქრობს, რომ 33 წლის ფეხბურთელის წასვლა გუნდის იმიჯს სერიოზულად დააზიანებს.

მესის სახით არსებული გარე შემოსავლების დაკარგვა: ლიონელ მესის წყალობით, “ბარსელონა” საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებელს არგენტინელისგან იღებს, იმ მხრივ, რომ ის კლუბის სახეა და ნებისმიერ სარეკლამო კამპანიაში წამყავანი როლი სწორედ მას ეკისრება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • nikusha
    schedule 02 სექ 2020, 16:09

    ციტატა: jaba1001
    სულ რამდენიმე გოლი აკლია რომ პელეს რეკორდი მოხსნას ერთ გუნდში გატანილი გოლები თანაც


    10 გოლი

  • Giorgi99
    schedule 30 აგვ 2020, 01:58

    ციტატა: Robben 11
    მესის ეპოქაში იყო შედარებით სუსტი სეზონები ბარსელონასთვის,მაგრამ ყველა გუნდი მეორე ნომრად ეთამაშებოდა. რეალი ფსიქოლოგიურად ჰყავს დაჩმორებული ბარსას, მიუხედავად 3 ლიგისა ერთხელაც ვერ შეძლეს დიდი ანგარიშით კლასიკოს მოგება.
    მხოლოდ გერმანელებს შეუძლიათ დიდი გუნდების ამ ანგარიშით დამარცხება.


    მგონი გერმანელებმა კი ეგ ჩვენ გვიქნეს ფსიქოლოგიურად დაგვაჩმორეს. დარწმუნებული ვარ ნაპოლი ღირსეულ თამაშს აჩვენება ჩვენთან შედარებით რომ გასულიყო.

  • jaba1001
    schedule 30 აგვ 2020, 01:06

    სულ რამდენიმე გოლი აკლია რომ პელეს რეკორდი მოხსნას ერთ გუნდში გატანილი გოლები თანაც

  • Lasha71
    schedule 30 აგვ 2020, 01:05

    ბართლომეუ სწორია იმაში რომ შეხვედრის მიზეზს მხოლოდ მესის დარჩენაზე აკეთებს. ანუ აღიარებს რომ წავა თვითონ და გარკვეული პირობების შეთანხმება უნდა. მესი ჯორზე არ უნდა შეჯდეს.

  • Messi, Iniesta
    schedule 30 აგვ 2020, 00:39

    ლეოს უდიდესი პატივისცემა ჩემსგან მაგრამ გვითხრას ბოლოს და ბოლოს რჩება თუ მიდის?! დავიღალე მეც, ფსიქოლოგიურად არვარ კარგად ეს დღეებია რაც მესის წასვლაზე იწერება🙄

  • mesi_10
    schedule 30 აგვ 2020, 00:00

    გადასარევი მიზეზებია 😂

  • B.A.r.c.A
    schedule 29 აგვ 2020, 23:33

    ციტატა: kingarturo

    ციტატა: B.A.r.c.A

    ციტატა: kingarturo
    ოღონდ დარჩეს და ბევრი უკანალს მისცემს. ეგეთი სიტუაციაა ხალხი გაგიჟდა და ერთი სიტყვა არ აღირსა ფანებს.


    ფანებს არ აკადრა გასაგებია მარა რამე რო თქვას გარკვევით და გადაწყვეტით მერე ბართომეუ მოუფიქრებს საპირისპიროს უნდავრო ბართომეუ ჩაძიროს და არ აჩენს რაა აქ გეგმაში და რა აქ იდეაში ბართომ კონტრი როარ მოუფიქროს ხო ნახე 700 მილიონიო და რაღაცეები დაიწყეს


    ბართოემ მარტში ისეც მიდის, მაგის ჩაძირვა თუ უნდოდა აქამდე რას აკეთებდა რატო არ იმოქმედა მსგავსად?


    იმიტო რო თვითონაც ჭამდა და დღეს ვეღაარ იყოფენ

  • Robben 11
    schedule 29 აგვ 2020, 23:30

    მესის ეპოქაში იყო შედარებით სუსტი სეზონები ბარსელონასთვის,მაგრამ ყველა გუნდი მეორე ნომრად ეთამაშებოდა. რეალი ფსიქოლოგიურად ჰყავს დაჩმორებული ბარსას, მიუხედავად 3 ლიგისა ერთხელაც ვერ შეძლეს დიდი ანგარიშით კლასიკოს მოგება.
    მხოლოდ გერმანელებს შეუძლიათ დიდი გუნდების ამ ანგარიშით დამარცხება.

  • GUGU MSN
    schedule 29 აგვ 2020, 23:26

    კლუბს რო ზიანს მოუტანს და რო ჩაიჯვამს მაგიტომაც არ უნდა ჟოზეფ მარია კუტუმეუს ამის გაშვება თორე მესსი სულ არ კიდია ამას რომელი ერთი ჩამოვთვალო პირველი მაყურებელი კამპნოუზე რო ყვირიან მეეესი მეეესი ტურისტით სავსე როა ტრიბუნა და ბილეთები რო იყიდება მეორე ბრენდები რომელი ერთი ჩამოვთვალო მესამე რეპუტაცია და სახელი რო გაიძახით აქ ზოგიერთები ლეო მილიონებს აკეტებსო იმას რატომ არ ამბობთ ჯერ რამდენი ტიტული მოუტანა გუნდს და რამდენ მაყუთსაც აკეთებიებს კლუბს ჰა?

  • KoolK
    schedule 29 აგვ 2020, 23:20

    ყველაფრის მიუხედავად, მე პირადად მირჩევნია წავიდეს ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში… 33 წლის ფეხბურთელის გარშემო (თუნდაც ეს მესი იყოს) პროექტის აწყობა, პერსპექტიულად არ მეჩვენება… + მაგას, დანარჩენი ფეხბურთელები (განსაკუთრებით ახალგაზრდები) მიეჩვევიან თამაშის საკუთარ თავზე აღებას და ათი კაცი ერთ კაცს აღარ მიაჩერდება *რაკში ბეცი თხებივით..
    მაგას პლიუს, მგონია, რომ ახალი გუნდი და ჩემპიონატი, ახალი გამოწვევა და სტიმული იქნება მესისთვის და კიდევ შეძლებს ჩვენს გაოცებას… რავი… თან გული დამწყდება თუ წავა, თან რაღაცნაირად მინდა რომ წავიდეს…

  • B.A.r.c.A
    schedule 29 აგვ 2020, 23:20

    ციტატა: kingarturo
    ოღონდ დარჩეს და ბევრი უკანალს მისცემს. ეგეთი სიტუაციაა ხალხი გაგიჟდა და ერთი სიტყვა არ აღირსა ფანებს.


    ფანებს არ აკადრა გასაგებია მარა რამე რო თქვას გარკვევით და გადაწყვეტით მერე ბართომეუ მოუფიქრებს საპირისპიროს უნდავრო ბართომეუ ჩაძიროს და არ აჩენს რაა აქ გეგმაში და რა აქ იდეაში ბართომ კონტრი როარ მოუფიქროს ხო ნახე 700 მილიონიო და რაღაცეები დაიწყეს

  • 8-I N I E S T A-8
    schedule 29 აგვ 2020, 23:19

    ციტატა: kingarturo
    ოღონდ დარჩეს და ბევრი უკანალს მისცემს. ეგეთი სიტუაციაა ხალხი გაგიჟდა და ერთი სიტყვა არ აღირსა ფანებს.


    კორონას ტესტზე თუ არ მივოდა ხვალ დასტური იქნება იმის რო მიდის 100%.თუ მივიდა მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა ჯიგარაონს და გაიგებს ყველა ყველაფერს😎