კუმანმა ლუის სუარესს აცნობა, რომ აღარ სჭირდება, მაგრამ “ბარსას” ხელმძღვანელობა შეთავაზებებს არ იღებს. სანამ ლიონელ მესის ამბავი არ გაირკვევა, მანამდე ალბათ არც სუარესის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
“იუვეს” ჯეკოს დამატება სურს, ალტერნატივად სუარესს განიხილავს და მის ნაცვლად “ბარსას” გონსალო იგუაინს სთავაზობს. ამ ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.
იგუაინი კლასით ბევრად დაბლა იმყოფება, ვიდრე სუარესი, არც ასაკშია დიდი სხვაობა და არც ფიზიკურად ბრწყინავს რომელიმე. რატომ ჩათვალეს, რომ ეს კარგი შეთავაზებაა, რთული სათქმელია.
თავად სუარესი გაურკვევლობის დროს ასეთ კომენტარს აკეთებდა: “ვიცოდი, რომ ცვლილებები იქნებოდა, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ახალი პროექტის დაწყება ჩემს გარეშე სურდათ. კლუბისთვის ყოველთვის საუკეთესო მსურდა და თუ ჩათვლიან, რომ საჭირო აღარ ვარ, მირჩევნია, პირდაპირ მითხრან.”
მალევე, რონალდ კუმანმა გააკეთა ის, რასაც სუარესი ითხოვდა, პირდაპირ აცნობა, რომ აღარ სჭირდება.

MARI=BARCA-fan,
და რატომ?
კუმანოოოო,..
რამდენიმე დღეა რაც მოხვედი და უკვე მძულხარ,
ისე არ გააკეთო რომ მანდ კატალონიელმა ფანებმა ისევ "მენახირის" დაბრუნება მოითხოვონ..
😠 😠 😠
ბარსელონა რომ უყვარს ეს იმას არ ნიშნავს რომ სანამ არ დაბერდება აქ უნდა იყოს, ხავის ან ინიესტას აღარ უყვარდათ ბარსა და იმიტომ წავიდნენ? მე და შენ მგონი მაგრად გვიყვარს ბარსა და ჩვენც გვათამაშონ რა პრობლემაა არა?
ხოდა რო უყვარს შეიმციროს ხელფასი და თავისი ასაკის ფორმის.და როლის შესაბამის თანხას დათანხმდეს.
ისე არ მოხდეს ვაის გავექეცი და ვუის შევეყარეო… ყველა ბებერი თუ ერთ სეზონში გაუშვა და ახალგაზრდები შემოყარა გუნდი კი არა ძეცკი სადი იქნება ევრო ტურნირებზე მაგათ არ აქვთ გამოცდილება და სანამ დიდიგუნდებთან თამაშს ისწავლიან მანამდე უტიტულო სეზონების არ უნდა გაგვიკვრდეს …
უყვარს ამ კაცს ბარსელონა და ძალიან ცუდათ ექცევიან აღარ მჭირდები გეგონება არაფეეი გაუკეთებია გუნდისთვის ასე მოქცევა არ შეიძლება. მაზიზღებენ ამ კლუბსს ნელ ნელა
"რატომ ჩათვალეს, რომ ეს კარგი შეთავაზებაა, რთული სათქმელია"
რატომ ჩათვალეს და იციან ბარსას დე-ილი პრეზიდენტის ამბავი.პიანიჩი ეგრე არ შემოატენეს ისიც პენსიონერი. ან გრიზმანის ყიდვა ვინ სთხოვა, ეხლა რო ატლეტიკოს ეუბნება უკან წაიყვანეთ და ფელიქსი მომეცითო. ან ლაუტარო ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ჯერჯერობით, კაცი ამბობს დაგელოდებითო, ერთს სთხოვს ლეო სამი წელია ნეიმარი მოიყვანეთო და ეს ახვარი ჯერ შეპირდება მერე რასაც მოსთხოვენ ვითომ ეძვირება(დემბელე როგორ უნდა დაგენანოს ნეიმარში) და ასე დააბერა ამ სი-მა მესი, საუკეთესო წლები წყალში ჩაუყარა მთელი ესპანეთი ამაზე ლაპარაკობს. და ეხლა წასვლაზე ევაჭრება, გეგონება 100 მილიონი აქვთ გადახდილი 13 წლის ბავშვში.
მომკალით და ამ კაცის წასვლაზე მეტირება.😭
ერთერთი საუკეთესოოო,ცხრიანიიიი.ეხხხ კუმანნნნ…
ჰაჰა ხოო, იფიქრეს ესეც გაგვიაო : )
ახალი გუნდის ასაშენებლად სულაც არ არის საჭირო ყველა 30 გადაცილებულის გუნდიდან გაშვება. ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, თუ ახალგაზტდები არ მიეჩვევიან ამათთან თამაშს ტიტულების მოგება გაუჭირდებათ. როგორც მილანს დაემართა, ერთდროულად ბევრამ ფეხბურთელმა არ უნდა დატოვოს ბარსა!
რა გასაკვირია არტური-პიანიჩის ბარტერის მერე იქნება ეხლა სუარესი და ის 10 მილიონი იქეთ გადაუხადოს ბართუშამ სანამ გაასხმეინებენ.