Marca მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ვიცით, ანტუან გრიზმანს, “ბაიერნთან” შეხვედრის წინ, გუნდის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი, ფრანგი ბედნიერი არ არის და გუნდში საკუთარ ადგილს ვერ პოულობს.
ბართომეუმ გრიზმანი “ატლეტიკოს” შესთავაზა, ჟოაუ ფელიშის სანაცვლოდ, მაგრამ მათი მხრიდან უარი მიიღო. მადრიდულმა კლუბმა საუკეთესო გრიზმანი უკვე ნახა, ახლა რეგრესის გზაზეა და მისი უკან დაბრუნება სარგებელს ვერ მოიტანს, თუნდაც იგივე გარემოში და იგივე პოზიციაზე დააბრუნონ.
გრიზმანი, კონტრაქტის მიხედვით, პირველ ორ სეზონში, ხელფასის სახით 18 მილიონ ევროს მიიიღებს, ხოლო მომდევნო სეზონებში, მისი შემოსავალი 21 მილიონ ევრომდე უნდა გაიზარდოს. ხოლო ჟოაუ ფელიშის ხელფასი მხოლოდ 3.5 მილიონ ევროს შეადგენს. ბართომეუს ამ გადაწყვეტილებით ფინანსური სარგებლის ნახვაც სურდა, მაგრამ არ გამოვიდა.
საპასუხოდ “ატლეტიკომ” გრიზმანის სანაცვლოდ, “ბარსას” დიეგო კოშტა და ტომას ლემარი შესთავაზა, მაგრამ ბართომეუ როგორღაც გამოერკვა და შეთავაზებას არ დათანხმდა.
კუმანის მოსვლისა და მესის სკანდალური წერილის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. ჰოლანდიელი გრიზმანს ლიდერად განიხილავს და მის გაშვებას არ აპირებს.
Marca-ს გავრცელებული ინფორმაცია “ბარსელონამ” უარყო.
ფელიქსი ჩვენთან გაიხსნებოდა. მ9საყვანია ახლო მომავალში. მჯერა დიდ ფეხბურთს ითამაშებს
ორი ტრანსფერი ხო " შედევრი " გაჩარხა (დემბელე & კოუტინიო) მერე გაასამა 😂 🤣 🤣 😂 😂 გრიზმანით და ეხლა სამში გ@@@@ი უჭირავს 😂 🤣 🤣 🤣 🤣 😂 😂 😂 🤣 " საღოლ აჩკარიკ საღოლ " დააქცია კლუბი 😡 😡 😡……რაც ნეიმარი წავიდა ორივე მესი და სუარესი ნეიმარის დაბრუნებას სთხოვდნენ აჩკარიკმა " დიდებული " სამეულით " დაგვასაჩუქრა "
მაგარი ჭამა და ჩვენც გვაჭამა, ნეიმარს სთხოვდა ლეო ორი წელი და ამან გრიზმანი მოიყვანა და ისიც წესების დარღვევით, 20 მილიონი კიდევ ზევიდან დაადებინა ატლეს პრეზიდენტმა, მაგ 140-ით, ხომ თითქმის ნეიმარის ტრანფერი გაიჩარხებოდა, მაგრამ არ უნდა ამას ნეიმარი, იმიტომ რო სულელი უწოდა ნეიმარმა. ხოდა, ა ბატონო ამან ბარსაც დაიკიდა, ნეიმარიც, ლეოც და გონი თვითონაც გადაყვება ამ აფიორას.
ფელიში ხო რას ამბობ, დაფრინავს ატლეტიკოში. მაგას ისევ გრიზმანი ჯობია
ფელიში მაგრად გაასწორებდა ბარსაში