workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენდი მარეი: ვისურვებდი, რომ მესიმ პრემიერ ლიგაში ითამაშოს

ენდი მარეი: ვისურვებდი, რომ მესიმ პრემიერ ლიგაში ითამაშოს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ენდი მარეიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ლიონელ მესის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. 

“სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი, რომ მან ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშოს. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ გუნდში ითამაშებს ის. პირადად მე “არსენალს” ვქომაგობ, თუმცა არამგონია, მესი ლონდონელებს შეუერთდეს. აშკარაა, რომ ეს ლიგისთვის კარგი იქნებოდა. ცხოვრებაში რამდენჯერმე მომეცა შესაძლებლობა ლეოს თამაში ცოცხლად მენახა, მაშინ ბარსელონაში ვცხოვრობდი და მესიც საკმაოდ ახალგაზრდა იყო.” – მარეის სიტყვებს SkySports ციტირებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Barca1980
    schedule 26 აგვ 2020, 16:56

    სათქმელიც აღარაფერია … მე არ ვიცი , ვინც მესის ლანძღავთ და აგინებთ , რა ცხოვრების წესით ცხოვრობთ და რა პრინციპებით მიუყვებით ცხოვრების გზას , ანდა ფეხბურთის და კონკრეტულად ბარსელონას გულშემატკივრობის რა სტაჟი გაქვთ , თუმცა მეგობრულად მინდა ყველას შეგახსენოთ , რომ დღევანდელი , მონათმფლობელური კაპიტალიზმის პირობებში , მაშინ როდესაც ბარსელონას არაფერი წარმატების მსგავსი არ ელოდა , საფეხბურთო გენიამ შვა პატარა პრინცი , რომელმაც სულ მცირე 12 წელი საფეხბურთო ოლიმპზე აიყვანა გუნდი , აღარაფერს ვამბობ მის ეკონომიურ და ფინანსურ ზრდაზე . და ამ ყველაფრის მერე , იმის მერე რაც მან კლუბისთვის გაიღოო , დავიჯერო ისე დაბრმავდა ხალხი , რომ ვერ ხვდებით რა ხდება ? ადამიანი მონობიდან თავის დასაღწევად იბრძვის , რადგან ის გახდა ბარსელონას მძევალი , მისი მაფიოზი ბოსების , რომლებიც იყენებენ მესის იმიჯსა და სახელს კონტრაქტებისთვის , რეკლამებისთვის და ის რომ მაღალი ხელფასი აქვს , ნულია საფეხბურთო კუთხით . არც იმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა , ბართომეუ დარჩება თუ წავა , ბარსელონა ძალიან ბნელი ხალხის ხელში მოექცა და მე ვფიქრობ , რომ ეს კლუბი ვეღარასოდეს იქცევა იმად რაც იყო . მშვიდობით ფეხბურთის ჰარი პოტერო , წარმატებები სადაც არ უნდა წახვიდე და მადლობა იმისათვს , რაც ზოგადად ფეხბურთისათვის გააკეთე .

  • Bakero
    schedule 26 აგვ 2020, 16:20

    ციტატა: basa7
    მოკლედ ძალიან არ მინდოდა მესის წასვლა, მაგრამ დღეს რაც მე აქ კონენტარები წავიკითხე და მესის ლანძღვა გინება ვნახე მართლა წავიდეს მინდა სიტიში. ისიც წავიკითხე რო რივალდო და სხვები არ მახსოვს მესიზე ნაკლები ლეგენდები იყვნენო? მართლა იმის ღირსები ხართ რივალდოს დროინდელი გუნდის მსგავსი გუნდი გყავდეთ. მწრთვნელად კი დაგინიშნეს აგერ ვან გაალ მეორე და ერთ წელიწადში ლიგაზე გასვლაც სანატრელი გექნებათ


    10000000000000000000000000000000% 👍 👍 👍 👍 👍 👍 👍

  • 8-I N I E S T A-8
    schedule 26 აგვ 2020, 16:08

    ციტატა: Clever liar
    მე იცი რა მიკვირს? ეს დემბელე და უმტუტი 20 წელია ლაზარეთში რო ყრიან, იმ პერიოდში საკონტრაქტო ვადა დაპაუზებულია თუ რით ვერ გახდნენ თავისუფალი აგენტები, რო წიხლით გადმოყარონ საწოლიდან? თუ ეპარებიან ძილში და იქ უხანგრძლივენებ კონტრაქტს ჩუმად თუ რა მაფიააა


    ტიპები მოსვლის წლიდან დღემდე ხან ერთ მხარეს წვანან ხან მეორე და მართლა რით ვერ გავიდა ვადა ამ საწყალ კაცს რო აპანღურებენ😂😂😂სირთომეუს მოკლავენ მესი რო წავიდეს გუნდიდან ჯერ მანიმარი ახლა მესი.ჩვენ გბეშველება რამე მთავარია დარჩენილებმა ყურები არ ჩამოყარონ და 2 წელი გლოვაში არ გაატარონ როგორც მანიმარის დროს

  • Clever liar
    schedule 26 აგვ 2020, 16:01

    ციტატა: 8-I N I E S T A-8
    ახლობლებს ველაპარაკებოდი ბარსელონაში და 90% წასულია მესიო🙃მიდი ეხლა და უყურე დემბელეს მკურნალობას როგორია არც აგდებენ გუნდიდან😂


    მე იცი რა მიკვირს? ეს დემბელე და უმტუტი 20 წელია ლაზარეთში რო ყრიან, იმ პერიოდში საკონტრაქტო ვადა დაპაუზებულია თუ რით ვერ გახდნენ თავისუფალი აგენტები, რო წიხლით გადმოყარონ საწოლიდან? თუ ეპარებიან ძილში და იქ უხანგრძლივენებ კონტრაქტს ჩუმად თუ რა მაფიააა 😀

  • basa7
    schedule 26 აგვ 2020, 16:01

    მოკლედ ძალიან არ მინდოდა მესის წასვლა, მაგრამ დღეს რაც მე აქ კონენტარები წავიკითხე და მესის ლანძღვა გინება ვნახე მართლა წავიდეს მინდა სიტიში. ისიც წავიკითხე რო რივალდო და სხვები არ მახსოვს მესიზე ნაკლები ლეგენდები იყვნენო? მართლა იმის ღირსები ხართ რივალდოს დროინდელი გუნდის მსგავსი გუნდი გყავდეთ. მწრთვნელად კი დაგინიშნეს აგერ ვან გაალ მეორე და ერთ წელიწადში ლიგაზე გასვლაც სანატრელი გექნებათ

  • t. K. – iniesta
    schedule 26 აგვ 2020, 16:00

    მე მისკდება გული საქართველოში და კატალონიაში ხალხი ინფაქტს მიიღებს🙄

  • 8-I N I E S T A-8
    schedule 26 აგვ 2020, 15:54

    ახლობლებს ველაპარაკებოდი ბარსელონაში და 90% წასულია მესიო🙃მიდი ეხლა და უყურე დემბელეს მკურნალობას როგორია არც აგდებენ გუნდიდან😂

  • M10 S9 D11
    schedule 26 აგვ 2020, 15:45

    აგისრულდება ეგ სურვილი ცოტა ხანში